ორშაბათი, იანვარი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ტაქსების ტარიფები უნდა გაიზარდოს“ - რა გამოწვევები არსებობს ტაქსების ინდუსტრიაში

„ტაქსების ტარიფები უნდა გაიზარდოს“ – რა გამოწვევები არსებობს ტაქსების ინდუსტრიაში

„ტაქსების ტარიფები უნდა გაიზარდოს, მანქანის შენახვა გაძვირებულია“ – ამბობს ტაქსის მძღოლი და აქტივისტი ზურაბ ბუნტური „რადიო პალისტრის გადაცემაში „თქვენი დრო“.

ზურაბ ბუნტური აღნიშნავს, რომ ტაქსების ტარიფები უკვე დიდი ხანია, რაც ერთ მაჩვენებლზეა, გაყინული და მასზე არ ასახულა არც ბენზინის თავდაპირველი გაძვირება და არც მისი გაიაფება. ამასთან ერთად, იგი ხაზგასმით ამბობს, რომ საკომისიო, რომელსაც აპლიკაციები და „ტაქსოპარკი“ იღებენ, უნდა შემცირდეს.

„საწვავი გაიაფებულა და გაძვირებულა კიდეც, მაგრამ ტაქსის ტარიფები მაინც უცვლელი რჩებოდა. რაც შეეხება უშუალოდ იმ საკომისიოს, რომლებსაც აპლიკაციები იღებენ – ამჟამად „იანდექსის“ მაგალითზე, ეს 20 პროცენტია, საიდანაც 15 მიდის აპლიკაციაში, ხოლო დანარჩენი 5 მიაქვს ტაქსოპარკს. სანამ ტაქსოპარკი შემოვიდოდა, მანამდე 15 პროცენტი იყო და მაშინაც უკმაყოფილები ვიყავით, შესაბამისად, ახლა ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ეს ნიშნული კვლავ 15 პროცენტს დაუბრუნდეს“, – განაცხადა ზურაბ ბუნტურმა.

ის ასევე ამბობს, რომ მძღოლებს ძალიან ძვირი უჯდებათ ავტომობილის შენახვა და ამას დამატებული წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლა.

„მძროლს სჭირდება ტარიფის მომატება, ვინაიდან ძვირი უჯდება მანქანის შენახვა, ტარიფი კი ამ დრომდე შეუსაბამოა. ტექდათვალიერების გავლა წელიწადში ორჯერ გვიწევს, მანქანას კი მეტი ზრუნვა ესაჭიროება. ყველაფერთან ერთად, იწყება ტურისტული სეზონი და ხშირია ქალაქგარეთ შეკვეთებიც, მაგრამ რამდენ კმ-ზეც არ უნდა წაიყვანო მგზავრი, სხვა ქალაქში რომ ჩაიყვან იქ აღარ გაძლევს შეკვეთას და უკან მგზავრის გარეშე მოდიხარ. ფაქტობრივად, მხოლოდ ბენზინის ფულს იღებ“, – თქვა ზურაბ ბუნტურმა. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რა უნდა დალიოთ და მიირთვათ ფუკეთში

რა უნდა დალიოთ და მიირთვათ ფუკეთში

12 January, 2025
რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

იანვარი 13, 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
საქსტატი – 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.0 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი – 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.0 პროცენტით გაიზარდა

იანვარი 13, 2025
რეკორდი მოხსნილია — პარკერის ზონდმა მზეს უკიდურესად ახლოს ჩაუფრინა

რეკორდი მოხსნილია — პარკერის ზონდმა მზეს უკიდურესად ახლოს ჩაუფრინა

13 იანვარი 2025
Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

იანვარი 13, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

იანვარი 8, 2025
შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

იანვარი 13, 2025
ტრამპი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

ტრამპი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

10 იანვარი 2025
თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

იანვარი 8, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი