უფრო კონკრეტულად, მოქალაქე ითხოვს რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს შემდეგი თარიღები:
საქართველოში დამატებით, 9 საეკლესიო დღესასწაული შესაძლოა, უქმე დღედ გამოცხადდეს.
საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით, თბილისის ანჩისხატის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდის რეგენტმა ზაალ წერეთელმა მიმართა.
“სამოქალაქო დასვენების დღეებში ყველა მორწმუნეს (დასაქმებულს თუ დაუსაქმებელს) შესაძლებლობა ეძლევა დაუბრკოლებლად მივიდეს ეკლესიაში, დაესწროს საზეიმო წირვას და მონაწილეობა მიიღოს ეკლესიის მიერ დადგენილ დღესასწაულში.
- ღვთისმშობლის შობა – 21 სექტემბერი;
- ჯვართამაღლება – 27 სექტემბერი;
- ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანა – 4 დეკემბერი;
- მირქმა – 15 თებერვალი;
- ხარება – 7 აპრილი;
- ამაღლება – აღდგომიდან მეორმოცე დღეს;
- ფერისცვალება – 19 აგვისტო;
- ნინოობა – 27 იანვარი;
- ნიკოლოზობა – 19 დეკემბერი.
ცნობისათვის, ამ დრომდე საქართველოში დადგენილია 18 უქმე დღე. ისინი ემთხვევა საერო ან მართლმადიდებლურ საეკლესიო დღესასწაულებს