კვირა, მარტი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის „ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში სპეციალურ ფრენებს ნიშნავს...

საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის „ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში სპეციალურ ფრენებს ნიშნავს – იხილეთ განრიგი

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, „ევრო-2024“-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვიქტორია კლიმიჩევამ განუცხადა.

„ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მის გულშემატკივრებს ისტორიულ გამარჯვებას. „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს სპეციალურ პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, რათა რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს მატჩებზე დასწრება.

პირდაპირი ფრენები შესრულდება თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს), თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს), თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს). პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს.

ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება პირველი აპრილიდან ავიაკომპანიის ვებგვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში. ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს! – განაცხადა კლიმიჩევამ.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

22 March, 2025
მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მარტი 21, 2025
შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

მარტი 22, 2025
საქართველო-სომხეთის მატჩის გამო “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
საქართველო-სომხეთის მატჩის გამო “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველო-სომხეთის მატჩის გამო “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მარტი 22, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბულგარული წიწაკა და მისი სარგებელი ფერის მიხედვით

ბულგარული წიწაკა და მისი სარგებელი ფერის მიხედვით

მარტი 22, 2025
ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

22 მარტი 2025
საქართველო-სომხეთის მატჩის გამო “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველო-სომხეთის მატჩის გამო “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მარტი 22, 2025
რესტორნებში რეზიდენტების და არარეზიდენტების საშუალო დანახარჯები მნიშვნელოვნად განსხვავდება — თიბისი კაპიტალი

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი