სამშაბათი, აპრილი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალისაგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში გასაღებულ იქნა ჯამში 6 500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 41 ცალი 100 დოლარიანი და 48 ცალი 50 დოლარიანი კუპიურა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  "ევროსაბჭო მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა" - საერთაშორისო ორგანიზაციის გენმდივანი საქართველოში ჩამოსვლას აპირებს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი