პარასკევი, მაისი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარა დაგიჯდებათ საქართველოს გულშემატკივრობა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში? - Wizz air-მა ბილეთების ფასი...

რა დაგიჯდებათ საქართველოს გულშემატკივრობა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში? – Wizz air-მა ბილეთების ფასი რეკორდულად გაზარდა

ავიაკომპანია Wizz air-მა გერმანიის მიმართულებით ბილეთების ფასი რეკორდულად გაზარდა.

მხოლოდ ერთკვირიანი შუალედის -10 ივნისისა და 17 ივნისის ბილეთებს შორის ფასი თითქმის 3-ჯერ არის მომატებული. ავიაკომპანიის ვებგვერდზე 10 ივნისის ბილეთი ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით ერთ ადამიანზე 609 ლარი ღირს, 17 ივნისს კი 1 375 ლარი. დორტმუნდიდან ქუთაისისკენ 14 ივნისის ფრენა 319 ლარი, 21 ივნისს კი 1 060 ლარი.

შედეგად გამოდის, რომ საქართველო-თურქეთის ნაკრების თამაშზე ფეხბურთის გულშემატკივრებს გერმანიაში ფრენა საშუალოდ (ამ დროისთვის არსებული ფასებით) 2 435 ლარი დაუჯდებათ.

შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ – 4:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს ჩაატარებს.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ბინების გაყიდვები წლიურად შემცირდა, იკლო ქირის ფასმაც
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი