სამშაბათი, აპრილი 21, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისირატომაა მნიშვნელოვანი 26 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდი

რატომაა მნიშვნელოვანი 26 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდი

პლანეტა მერკური ინტელექტის, ლოგიკის, აზროვნების, კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარების სიმბოლოა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის გვეხმარება, ბევრი რამ ვისწავლოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ლოგიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ, საჭირო ინფორმაციას თავი მოვუყაროთ, ეფექტური კომუნიკაცია დავამყაროთ და სასურველი შედეგი მივიღოთ.

ამიტომაც, აღნიშნული პლანეტის რეტროგრადულ მოძრაობაზე ასტროლოგები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ. რეტროგრადული მერკურის დროს ყველა სფერო, რომელსაც ის განაგებს, ფერხდება, გართულებულია კომუნიკაცია, დიდია არასწორი, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებისა და შეცდომების დაშვების რისკი. ჩვენთვის ინფორმაციის აღქმა იმაზე რთულია, ვიდრე სხვა პერიოდებში, გვიჭირს სხვადასხვა ამბის გააზრება, ამის გამო კი შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოვჩნდეთ, რადგანაც არასწორად აღვიქვათ ის, რასაც გვეუბნებიან.

რეტროგრადული მერკურის დროს შეცდომებისა და თაღლითური მოქმედებების რაოდენობა იზრდება. შესაძლოა, მოულოდნელად მანიპულაციის, ტყუილის, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების მსხვერპლი გავხდეთ.

გარდა ამისა, სამსახურში, პირად ურთიერთობებში, საგანმანათლებლო სფეროში უთანხმოებების რისკიც იზრდება და შესაძლოა, ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც ვგეგმავდით.

პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას 26 ნოემბრიდან დაიწყებს და 15 დეკემბერს დაასრულებს.

2024 წლის ბოლო რეტროგრადული მერკური დაკარგულის დაბრუნების შესაძლებლობას მოგცემთ. თუ რაიმე გატეხილი, დაზიანებულია, შეკეთებას ადვილად შეძლებთ, დაიბრუნებთ კომპენსაციას და ასე შემდეგ.

რეტროგრადული მერკური სამსახურის საკითხებზეც დიდ გავლენას მოახდენს. შესაძლოა, ახალი პოზიცია დაიკავოთ ან თავიდან დაიწყოთ ყველაფრის გაკეთება და თქვენი მიზნებისთვის იბრძოლოთ.

ასტროლოგები გვირჩევენ: რაც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია, რომ იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ. რეტროგრადული მერკური წარსულში დატოვებულ ადამიანებს აბრუნებს და კიდევ ერთხელ გვაძლევს შანსს, რომ ვისაუბროთ. თუმცა, ყურადღებით იყავით. შესაძლოა, შეფასებები გადაჭარბებული აღმოჩნდეს და კვლავ იმედგაცრუებული დარჩეთ.

წლის ბოლო რეტროგრადული მერკური ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით საყურადღებო იქნება. ნოემბერში ისინი შესაძლოა, არასასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათი მცდელობა, ხელახლა გამოიგონონ ბორბალი, აიღონ დამატებითი ამოცანები იქ, სადაც საჭირო არ არის, დაიწყონ იმის დაბრუნებაზე ფიქრი, რამაც უკვე დიდი ხანია, საკუთარი თავი ამოწურა, სრულიად უსარგებლო იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ცხოვრება საკუთარი ხელით გაირთულონ. თუმცა, დეკემბრის შუა რიცხვებში ყველაფრის გამოსწორებას შეძლებთ.

  მარიამ ქვრივიშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრმა ერთობლივი ტურისტული ბიზნეს ფორუმებისა და გამოფენების მოწყობა შესთავაზა

 

აღნიშნული პერიოდი, მეტ-ნაკლებად შედარებით რთული და ემოციური ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის იქნება. ამიტომაც, ჯობს, ასტროლოგების რამდენიმე რეკომენდაცია გავითვალისწინოთ:

ასტროლოგები გირჩევენ, რომ თავისუფლად მოიშოროთ თქვენი ცხოვრების ის ნაწილი, რომელიც ნოემბრის დასაწყისიდან განსაკუთრებით გძაბავთ და მოტივაციას გიკარგავთ.

სამსახურში ახალ ვალდებულებებს ნუ აიღებთ, თუ ზოგადად ეს სამსახური აღარ მოგწონთ. შეცვლაზე ფიქრი დაიწყეთ.

ასევე, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ კარგად დააკვირდეთ თითოეულ სიტყვას და არავის არაფერს დაჰპირდეთ. შესაძლოა, თქვენი სიტყვები თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ.

არ იფიქროთ ყოფილი ურთიერთობის აღდგენაზე.

ფრთხილად იყავით მოგზაურობისა და ხელშეკრულებების გაფორმების ნაწილში.

მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტებს, პოზიციის ხისტად დაფიქსირებასა და კამათს.

იყავით მომთმენი. როგორც წესი, რეტროგრადული მერკურის დროს ენერგია, მოტივაცია შენელებულია და ადამიანებსაც ისეთი სწრაფი რეაქცია აღარ აქვთ გადაწყვეტილებებზე, როგორც აქამდე.

რეტროგრადული მერკური მიზნებისა და გეგმების გადასახედად შესანიშნავი პერიოდია – ამიტომ, დრო თვითგანვითარებასა და იდეების ჩამოყალიბებას დაუთმეთ.

მოუსმინეთ თქვენს თავს. ახლა შესაძლოა, საბოლოოდ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ტოქსიკურ ადამიანებს დაემშვიდობოთ, მოძველებული ნივთები გადაყაროთ და ახალი წელი განახლებული ფურცლიდან დაიწყოთ.

შეეცადეთ, რეტროგრადული მერკურის პერიოდში ურთიერთობების თვალსაზრისით, რადიკალური გადაწყვეტილება არ მიიღოთ და ეს მომდევნო ეტაპებისთვის გადადოთ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.