პარასკევი, მარტი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 6 ივნისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 6 ივნისს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8222 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7984 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0238 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0703 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0416 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0287 ლარი შეადგინა

***

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალი“.

უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება დღეს დილით შევიდა.

***

სამტრედიაში იუსტიციის სახლი გაიხსნა. ეს არის რიგით 119-ე იუსტიციის სახლი, ქვეყნის მასშტაბით;

იუსტიციის სახლში უზრუნველყოფილი იქნება 500-მდე საჯარო და კერძო მომსახურების მიწოდება სამტრედიელებისათვის.

მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძეს თქმით, ახალ იუსტიციის სახლში სამტრედიელები კომფორტულ გარემოში მაღალი ხარისხის მომსახურების მიღებას შეძლებენ.

***

ოპოზიციის წარმომადგენლები კონგრესმენ ჯო უილსონს წერილით მიმართავენ. წერილი ეხება MEGOBARI აქტის ინიცირებას.

როგორც წერილშია აღნიშნული, ოპოზიციის წარმომადგენლები მადლობას გამოხატავენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური კურსის დაცვისთვის უწყვეტი ბრძოლის მიმართ ამერიკელი ხალხის ძლიერი მხარდაჭერისთვის.

***

ბოლო პერიოდში არჩევნებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ნეგატიურ განცხადებებსა და შეფასებებზე, ცესკომ განცხადება გააკეთა.

საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე ხუთი თვე რჩება. არჩევნების მოდერნიზების პროცესი გადამწყვეტ ეტაპზეა. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ელექტრონული არჩევნების წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

არჩევნებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება უსაფუძვლო განცხადებები, მათ შორის, ქვეყნის გარეთაც, ასეთი შეფასებები საარჩევნო პროცესს აზიანებს- აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.

***

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შეხვდება.

***

კრიპტო ვალუტის მომსახურების პროვაიდერებისთვის ჯარიმები წესდება.

დადგენილებით განისაზღვრა განსაკუთრებით მძიმე დარღვევები, მძიმე დარღვევები და ნაკლებად მძიმე დარღვევები. თითოეულის შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა სხვადასხვა ოდენობის იქნება და იგი 100 ლარიდან 20 ათას ლარამდეა.

ამასთანავე, თუ ეროვნულმა ბანკმა დაადგინა, რომ დარღვევას სისტემური ხასიათი აქვს, ჯარიმის რაოდენობა 2 000 ლარიდან 40 ათას ლარამდე იქნება.

***

1-ელი ივლისიდან საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟის გახსნა იგეგმება. ბირჟას ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წელს უნდა დაეწყო, მაგრამ გახსნის ვადა 6-ჯერ გადაიდო. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ ამჯერად ენერგეტიკული ბირჟის გახსნა აღარ გადაიდება და 1-ელი ივლისიდან ნაწილობრივ ამოქმედდება.

„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“ მიხედვით, ბირჟა უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ბაზრის ისეთი მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც შექმნის მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს და კონკურენტულ ბაზრებს.

***

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.

ახალი განკარგულებით, ქონების გადასახადი და საერთაშორისო აკრედიტაციის მომსახურების მიღებაც დაფინანსდება.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, ჯამში 37.1 მლნ ლარით განისაზღვრა.

დღის ამბებს, ჰოროსკოპსა და გემოვნებიან მუსიკას მოუსმინეთ რადიო „პოზიტივზე“ FM 104.3

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

20 March, 2025
მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მარტი 21, 2025
ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

მარტი 21, 2025
გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

მარტი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

მარტი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარაქი: რატომ უნდა ჩავრთოთ ის ყოველდღიურ რაციონში?

კარაქი: რატომ უნდა ჩავრთოთ ის ყოველდღიურ რაციონში?

მარტი 21, 2025
ჰონორარის გარეშე ჩატარებული ურთულესი ოპერაცია და მარიამის ახალი ცხოვრება, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს

ჰონორარის გარეშე ჩატარებული ურთულესი ოპერაცია და მარიამის ახალი ცხოვრება, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს

მარტი 21, 2025
სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სისტემა: ინოვაცია და ეფექტურობა

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სისტემა: ინოვაცია და ეფექტურობა

21 მარტი 2025
თბილისის საჯარო სკოლებში გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრები ტარდება

თბილისის საჯარო სკოლებში გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრები ტარდება

მარტი 21, 2025
2024 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 13.6%-ით გაიზარდა და 92 მილიარდ ლარს მიაღწია – საქსტატი

2024 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 13.6%-ით გაიზარდა და 92 მილიარდ ლარს მიაღწია – საქსტატი

მარტი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი