კვირა, დეკემბერი 8, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო "პოზიტივის" დღის ამბები 11 ნოემბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 11 ნოემბერი

დღის ამბები პოზიტივზე

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. აქციის ორგანიზატორების თქმით, ორბელიანების სასახლესთან აქციის მიზანია, რომ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მყოფ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს დაანახონ, რომ მოსახლეობა 26-ს ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდა.

****

იუსტიციის სამინისტრო 2022 წლიდან  მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო მოქალაქეებს უსასყიდლოდ ურეგისტრირებს როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ, ისე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს.

მიმდინარე რეფორმის ამ დროისათვის არსებული შედეგები იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზაზე გამართულ ღონისძიებაზე შეაჯამეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ;

****

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში, დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით საცავის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, სახიფათო ნარჩენების მიმართულებით, მსგავსი მასშტაბის პროექტი ქვეყანაში პირველად ხორციელდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული ტერიტორია მთლიანად უსაფრთხო იქნება.

****

“კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ვნახოთ, მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან – ქვეყანა გამოვა ამ კრიზისიდან სამართლიანი ფორმით, დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

****

ცესკოს კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა” და „ძლიერი საქართველოს საჩივრები არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები სამოცდაცამეტივე საარჩევნო ოლქის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, საჩივრები უსაფუძვლოა, რადგან არავითარი რეალური ფაქტი წარმოდგენილი არ ყოფილა.

****

ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია საქართველოშია. ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ. მხარეებმა პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებსაც უპასუხეს. როგორც აღინიშნა, საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზებს ეძებენ. ახალი არჩევნების დანიშვნა და ლეგიტიმური პარლამენტის ჩამოყალიბება – ამ მიზნის გარშემო ქართველი და უცხოელი პოლიტიკური აქტორები ქართული ოცნების წინააღმდეგ ერთიანდებიან.

****

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საოჯახო მარანი  დაათვალიერა.

 

„მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.– აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

 

****

გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 120 000 გრძივი მეტრის მკვებავი გაზსადენი შენდება. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსმა, კახა დვალმა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ ადგილობრივ მოსახლეობას გაზიფიცირების მიმდინარე საპროექტო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

 

****

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან მგალობლიშვილმა პეტრ კუბერნატს ჩეხეთის რესპუბლიკის დაარსების დღე მიულოცა.

****

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტი-ლერიო ბრიგადის დაარსებიდან 32 წელი შესრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, საარტი-ლერიო ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა.

 

უწყების ცნობით, სამწყო-ბრო მოედანზე შეკრებილ პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა.

****

ორთაჭალაში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე სატვირთო ავტომობილი დაგორდა და გადაბრუნდა, რის შედეგადაც მძღოლი, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.

****

ველოდებით, რომ დონალდ ტრამპი უკრაინისა და ნატო-ს მიმართ ერთგული დარჩება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილმა განაცხადა.

„ველოდები, რომ ამერიკა დარჩება ბრიტანეთის მსგავსი მოკავშირეების გვერდით და მხარს დაუჭერს უკრაინას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება პუტინის შეჭრის დასამარცხებლად“, – განაცხადა ჰილმა.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ თავდაცვის ხარჯების გაზრდის კუთხით.

****

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც სამ მსჯავრდებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა.

შეწყალების აქტი, ასევე, შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულ პირს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან“.

 

****

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აეროპორტის გზის მიმდებარედ, შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე ხეივანს აწყობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მიმდინარე პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ერთად გაეცნო. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე ორი საბავშვო მოედანი, სავარჯიშო სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემები და პარკინგი მოეწყობა. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.

 

****

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ღვინის ტურიზმის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ფესტივალის მიზანი ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციაა.

****

ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის გაუმჯობესებისა და „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფისთვის ერთიანი ელექტრონული სისტემა შეიქმნება – აღნიშნულ პროექტზე  „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით მუშაობს.

ერთიანი ელექტრონული სისტემა გულისხმობს ისეთ ფუნქციონალებს, როგორიცაა ინტერ-აქციული რუკა, ინფორმაციული ჰაბი, ინფორმაციაზე წვდომის ადმინის-ტრირება, ელექტრონული დოკუმენტ-ბრუნვა, პროექტების მართვა და მონიტორინგი.

 

****

რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებით ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა.

ამჟამად ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.

 

****

2024 წლის სექტემბერში, მაღალბიუჯეტიან სასტუმროებში საშუალო დღიურმა ფასმა  143  დოლარს მიაღწია, რაც 8%-იან ზრდას ნიშნავს 2023 წლის სექტემბერთან შედარებით. თუმცა, სასტუმროების დატვირთულობა შედარებით შემცირდა და 66%-ს მიაღწია.

 

****

ბულგარეთიდან საწვავის იმპორტი 480%-ით გაიზარდა, შედეგად, ქვეყანამ მთავარ იმპორტიორებს შორის, მეხუთე ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლა. სტატისტიკის თანახმად, წელს საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი საწვავი შემოვიდა რუსეთიდან, რომელზეც მთლიანი იმპორტის 45% მოდის, შემდეგია ბულგარეთი 12% და რუმინეთი 11%-ით.

****

მაღალმთიანი დასახლებებისთვის ჯამურად, 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, სოფლის განვითარების სააგენტოსთვის არაუმეტეს 4 მილიონი ლარის გამოყოფა. ამასთან, არაუმეტეს 16 მილიონი ლარი უნდა მიიმართოს – „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების შესაბამისად.“

****

ოქტომბერში სურსათის გლობალური ფასები 18 თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა, ხოლო ძირითადი პროდუქტებიდან ყველაზე მეტად მცენარეული ზეთები გაძვირდა.

ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებში წერია, რასაც როიტერსი  ავრცელებს.

კერძოდ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფასთა გლობალური ინდექსი ოქტომბერში 127.4-პროცენტამდე გაიზარდა, რაც სექტემბრის შესწორებულ 124.9 პროცენტიან მაჩვენებელზე 2%-ით მეტია.

****

მიმდინარე წლის, ბოლო 3 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მასშტაბით არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, არადეკლარირებული თანხის შემოტანის 170 მცდელობა აღიკვეთა. შეგახსენებთ, შემოსავლების სამსახური, როგორც საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლის გამოვლენასა და შესაბამისი რეაგირების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება, მუდმივად ახორციელებს მკაცრ კონტროლს არადეკლარირებული საქონლის გადაადგილების პროცესის მიმართ“.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ბოზკაადა თურქეთის ბიუჯეტური კუნძულია

ბოზკაადა თურქეთის ბიუჯეტური კუნძულია

6 December, 2024
ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა – სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა

ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა – სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა

დეკემბერი 5, 2024
სამი საახალწლო დეკორაციის ხრიკი: მარტივად შექმენით ჯადოსნური ატმოსფერო

სამი საახალწლო დეკორაციის ხრიკი: მარტივად შექმენით ჯადოსნური ატმოსფერო

დეკემბერი 7, 2024
როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

დეკემბერი 5, 2024
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

დეკემბერი 4, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სამარხვო რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

სამარხვო რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

დეკემბერი 7, 2024
საიდან იწყება ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

საიდან იწყება ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

დეკემბერი 7, 2024
ქვეყნები, სადაც ახალი წელი მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი გახდება

ქვეყნები, სადაც ახალი წელი მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი გახდება

7 დეკემბერი 2024
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მუშაობას 14 დეკემბერს განაახლებს — თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მუშაობას 14 დეკემბერს განაახლებს — თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

დეკემბერი 7, 2024
2024 წლის ოქტომბერში საქართველოში მშენებლობის ღირებულება გაიზარდა

2024 წლის ოქტომბერში საქართველოში მშენებლობის ღირებულება გაიზარდა

დეკემბერი 7, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი