სამშაბათი, იანვარი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რუსეთს სირიის პორტ ტარტუსიდან ყველა გემი გაჰყავს

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რუსეთს სირიის პორტ ტარტუსიდან ყველა გემი გაჰყავს

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რუსეთს სირიის პორტ ტარტუსიდან ყველა გემი გაჰყავს. ანალოგიური განცხადება გაავრცელა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ.

მანამდე ტელეკომპანია „ალ ჯაზირამ“ გაავრცელა ცნობა, რომ სირიელი მეამბოხეები ხმელთაშუა ზღვის პირას მდებარე საპორტო ქალაქ ტარტუსში შევიდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აცხადებს, რომ რუსეთმა ტარტუსის პორტიდან გაიყვანა ფრეგატი „ადმირალ გრიგორევიჩი“ და სატვირთო ხომალდი „ინჟინერ ტრუბინი“. მათივე ცნობით, რუსებს სამხედრო თვითმფრინავებით გააქვთ ხმეიმის ავიაბაზეზე განლაგებული ტექნიკა და იარაღი.

„ნავლა ნიუსის“ ცნობით, სირიაში მდებარე რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა რუსეთისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს. რუსეთის ფლოტს ეს ბაზა 1971 წლიდან აქვს, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი გამოყენება არ ხდებოდა. 2012 წელს სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ტარტუსის ბაზამ კვლავ დიდი მნიშვნელობა შეიძინა და ის იქცა რუსეთის მთავარ საზღვაო ბაზად საზღვარგარეთ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამ ბაზის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. უკრაინაში შეჭრამდე რუსეთმა გააფართოვა თავისი წარმომადგენლობა ამ ბაზაზე, რათა წინააღმდეგობა გაეწია და შეეკავებინა ნატო-ს ჩართულობა, განსაკუთრებით იმ ავიამზიდების საშუალებით, რომლებიც ალიანსს ხმელთაშუა ზღვაში ჰყავს.

ამასთან, როგორ „ბიბისი“ წერს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თურქეთმა ჩაკეტა სრუტეები სამხედრო ხომალდებისთვის, რის გამოც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა დაკარგა შესაძლებლობა, შავ ზღვაში გაეგზავნა გემები. ამ ფონზე ტარტუსის პორტის ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა.

8 დეკემბერს რუსულმა მედია გაავრცელა ცნობა, რომ სირიელი მეამბოხეები შეიჭრნენ ტარტუსში. ამავე დღეს რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „რუსული ბაზები სირიაში გაძლიერებულ საბრძოლო მზადოფნაშია მოყვანილი და ამჟამად მათ უსაფრთხოებას სერიოზულად არაფერი ემუქრება“.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
პენიში – ლისაბონის სანაპირო ზოლთან მდებარე სანაპირო ქალაქი

პენიში – ლისაბონის სანაპირო ზოლთან მდებარე სანაპირო ქალაქი

13 January, 2025
რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

იანვარი 13, 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
როდის უნდა ავიღოთ საახალწლო ნაძვის ხე

როდის უნდა ავიღოთ საახალწლო ნაძვის ხე

იანვარი 13, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

იანვარი 13, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რატომ არის აუცილებელი ცხელი წვნიანის მირთმევა

რატომ არის აუცილებელი ცხელი წვნიანის მირთმევა

იანვარი 13, 2025
შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

იანვარი 13, 2025
ახალი წელი ევროპასა და აზიას შორის

ახალი წელი ევროპასა და აზიას შორის

13 იანვარი 2025
2024 წლის 11 თვეში, თბილისში $2,8 მილიარდის ბინები გაიყიდა – Galt&Taggart-ის ანალიზი

2024 წლის 11 თვეში, თბილისში $2,8 მილიარდის ბინები გაიყიდა – Galt&Taggart-ის ანალიზი

იანვარი 13, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი