სამშაბათი, აპრილი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოპრინცმა ჰარიმ ბრიტანეთის მთავრობასთან სასამართლო დავა წააგო - სასექსის ჰერცოგი გასაჩივრებას აპირებს

პრინცმა ჰარიმ ბრიტანეთის მთავრობასთან სასამართლო დავა წააგო – სასექსის ჰერცოგი გასაჩივრებას აპირებს

პრინცმა ჰა­რიმ წა­ა­გო სა­სა­მარ­თლო დავა, რო­მელ­შიც ის დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბას უჩი­ო­და და ამ­ტკი­ცებ­და, რომ მის­თვის სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის გა­უქ­მე­ბა უკა­ნო­ნო იყო.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პრინცს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის ყო­ლის უფ­ლე­ბა მას შემ­დეგ ჩა­მო­არ­თვა, რაც მან და მის­მა მე­უღ­ლემ მე­გან მარ­კლმა ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარი თქვეს და სა­მე­ფო ოჯა­ხი და­ტო­ვეს. მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჰარი, ბრი­ტა­ნეთ­ში ვი­ზი­ტი­სას, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვას ვერ მი­ი­ღებ­და. სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგ­მა სა­სა­მარ­თლო დავა 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყო. 4-წლი­ა­ნი და­ვის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლომ მისი მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

“სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ არ ყო­ფი­ლა რა­ი­მე უკა­ნო­ნო­ბა 2020 წლის 28 თე­ბერ­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში“, – გა­ნა­ცხა­და უმაღ­ლე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ პი­ტერ ლე­ინ­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჰარი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რებს. მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­სა­მარ­თლო­ზე ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ კო­მი­ტეტს უნდა გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა პრინ­ცი­სა და მისი ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი რის­კე­ბი. მო­სა­მარ­თლის მტკი­ცე­ბით, კო­მი­ტეტ­მა კარ­გად იცო­და მომ­ჩივ­ნის სტა­ტუ­სის და კონ­ტექ­სტის შე­სა­ხებ.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს ჰერ­ცო­გის მო­მა­ვალ ვი­ზი­ტებ­ზე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, რად­გან ის ადრე ამ­ტკი­ცებ­და, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის და­ბა­ლი დონე არ­თუ­ლებ­და მისი ოჯა­ხის ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მოყ­ვა­ნას.

ჰარი ბო­ლოს სა­მე­ფო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მა­ის­ში, მე­ფის კო­რო­ნა­ცი­ის დროს გა­მოჩ­ნდა. ამ თვის და­სა­წყის­ში კი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მა­მის დი­აგ­ნო­ზის გა­გე­ბის შემ­დეგ ჩაფ­რინ­და და 24 სა­ათ­ზე ნაკ­ლე­ბი გა­ა­ტა­რა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  კენტუკიში სტიქიის შედეგად მსხვერპლი 11-მდე გაიზარდა - წყალდიდობა შტატში უხვმა ნალექმა გამოიწვია
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი