თბილისში, ვაზისუბანში, მესამე მიკრო-რაიონში მომხდარ უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
28 წლის ნიკა მატკავა ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ახლობლები ამბობენ, ის სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ბიჭი სახლში მარტო იყო და როგორც ჩანს, ვერ შეძლო თავის დაღწევა, ცხედარი ბინაში აღმოაჩინეს.
ყველა განიცდის მომხდარს და ოჯახს სამძიმარს უცხადებენ. ნიკას დადებითად ახასიათებენ ახლობლები და ამ ტრაგედიით შეძრულები არიან.
“ნიკა, როგორ მტკივა გული, არ მჯერა, რომ აღარ ხარ. შენ ხომ სიცოცხლე ძალიან გიყვარდა. რატომ, ღმერთო რატომ”, – წერს ბიჭის დეიდა და ნიკას ფოტოს აქვეყნებს.
“არ ვიცი დეტალები, ახლა გავიგე ეს თავზარდამცემი ამბავი. ნიკა ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. ერთ კლასში ვსწავლობდით. გამორჩეული ადამიანი იყო. ძალიან თბილი და მოსიყვარულე. ერთი ძმა ჰყავს, მასზე უმცროსი – ლუკა. პატარები იყვნენ დედა რომ გარდაეცვალათ. როგორც მახსოვს, მე-8 თუ მეცხრე კლასში ვიყავით ნიკას დედა რომ დაიღუპა… სრულად