ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოპარიზის მთავარ ქუჩებში საქართველოს ტურისტული ბანერები განთავსდა

პარიზის მთავარ ქუჩებში საქართველოს ტურისტული ბანერები განთავსდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საფრანგეთის ქალაქებში: პარიზსა და ლიონში საქართველოს შესახებ მოძრავი ბანერები განთავსდა. პარიზში, შანზელიზეს, შარლ დე გოლისა და სხვა ტურისტულად დატვირთულ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი 30-ზე მეტი ბანერია წარმოდგენილი, სადაც გამვლელებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ბუნებას, ქალაქებს, კულტურასა და საინტერესო ადგილებს. კამპანიის ფარგლებში, ბანერები საფრანგეთის ქალაქებში სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსდება.

კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. “საფრანგეთში მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია, პარიზისა და ლიონის ქუჩებში საქართველოს ხედებია გამოფენილი. ჩვენ გვაქვს “როუდ შოუები”, B2B შეხვედრები, პრეზენტაციები, სხვადასხვა ტიპის აქტივობები, სადაც ტურისტებს მოვუწოდებთ, რომ წელს საქართველო აირჩიონ სამოგზაურო მიმართულებად”, -განაცხადა მაია ომიაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
  ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩო უსაფრთხოების რეკომენდაციებს ავრცელებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი