მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე ავრცელებს.
„გიგუ გიპოვეს…“, – წერს გვანცა გოროზია.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტიც ადასტურებს. მათი თქმით, სამძებრო სამაშველო ღონისძიებები 14 მაისიდან მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ მტკვარში ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე ახალგაზრდა იყო 14 მაისს გადავარდა. მაშველებმა ერთი პირის გადარჩენა მოახერხეს, სამი კი დაიღუპა. ამ დროისათვის სამივე ცხედარი ნაპოვნია.