ორშაბათი, იანვარი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„მოქალაქეს საკუთარი ჯიბიდან გადასახდელი გაეზრდება“ - გაძვირდება თუ არა კერძო დაზღვევა

„მოქალაქეს საკუთარი ჯიბიდან გადასახდელი გაეზრდება“ – გაძვირდება თუ არა კერძო დაზღვევა

მთავრობას გაეზრდება ხარჯი, ადამიანი დაკარგავს დაზღვევით უამრავი სერვისით დაფარვის საშუალებას, ჯიბიდან გადახდა გაეზრდება და სადაზღვევო ბაზარიც შემცირდება, – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სადაზღვევოს ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა.

მთავრობა საკანონმდებლო დონეზე გეგმავს მინიმალური სადაზღვევო პაკეტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტს გაუთანაბროს. როგორც ხეჩინაშვილი აღნიშნავს, საკითხზე მსჯელობა ჯანდაცვის სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის დროს მიმდინარეობდა. საუბარია იმაზე, რომ მინიმალური კერძო დაზღვევის პაკეტის სერვისები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არსებულ მინიმალურ მომსახურებას უნდა გაუტოლდეს.

„სიტუაცია არის ასეთი – საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში არის 7 სახის მომსახურება. ყველაზე კარგი აქვთ პენსიონერებსა და უმწეოებს. კერძო სადაზღვევო ბაზარზე არჩევანს აკეთებს თვითონ ადამიანი, რასაც აირჩევს, იმას ყიდულობს. ძალიან განსხვავდება ეს ორი პროდუქტი ერთმანეთისგან. სახელმწიფო პროგრამა მიმართულია იმისკენ, რომ დაფაროს ჰოსპიტალი და როცა ადამიანი ყიდულობს კერძო დაზღვევას, ფიქრობს იმ ხარჯებზე, რომელიც მაინც მოუწევს და ჰოსპიტალზე ნაკლებად ფიქრობს. მან იცის, რომ დასჭირდება წამალი, ამბულატორიული კვლევები, ექიმი და ბოლოს ფიქრობს ჰოსპიტალზე. ჩვენს ქვეყანაში არის არასწორი მიდგომა, რომ თუ არ ხარ პენსიონერი და უმწეო, მაშინ როგორც კი სადაზღვევო პროდუქტს ყიდულობ, კარგავ სახელმწიფო მომსახურებას. ადამიანმა, რომელმაც იყიდა დაზღვევა იმიტომ, რომ კარგი ამბულატორია და წამლის დაფარვა ჰქონდეს, დაკარგა ამით ჰოსპიტალი. იმ შემთხვევაში თუ გაუჭირდება, მოქალაქე რჩება პრობლემის წინაშე და ისევ მიდის მთავრობასთან,“ – აღნიშნა ხეჩინაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში 700 000 დაზღვეულიდან 200 000 მოქალაქეს 25 ლარზე ნაკლების ღირებულების კერძო დაზღვევის პაკეტი აქვთ. თუ სადაზღვევო პაკეტის გაძვირება მოხდება, შესაძლოა, მათმა ნაწილმა კერძო დაზღვევაზე უარი თქვას. ასეთ შემთხვევაში, მთავრობას გაეზრდება ხარჯები, მოქალაქეს ჯიბიდან გადახდა გაეზრდება და სადაზღვევო ბაზარი შემცირდება.

„კარგია, რომ ქვეყანაში იყოს მინიმალური პაკეტი, როდესაც ნაწილი უფინანსდება ბიუჯეტის ხარჯზე, ნაწილი კერძო და ნაწილი შერეულად. მაგრამ მივდივარ პრობლემებთან. 700 000 დაზღვეულიდან 200 000-ზე მეტს აქვს პოლისი, რომელიც ღირს 25 ლარზე ნაკლები. 25-ლარზე ნაკლები ცუდი არ არის, მაგრამ ის არ არის მიმართული იმისკენ, რომ ყველაფერი დააფინანსოს. მზღვეველებს მოუწევთ, რომ მინიმალური პაკეტის ღირებულება გაზარდონ, რადგან მომსახურება გაიზრდება მნიშვნელოვნად.

ორი ვარიანტია, ან მთავრობამ უნდა თქვას, რომ ვაუქმებ არასწორ გადაწყვეტილებას, რომ თუ ადამიანმა იყიდა კერძო დაზღვევა, ის კარგავს სახელმწიფო დაზღვევას, მაშინ იქნება საყოველთაოს და კერძოს კომბინაცია, ისინი კარგად შეავსებენ ერთმანეთს, ან თუ სახელმწიფომ თქვა, რომ უნდა შევქმნა საერთო მნიშვნელი, გაძვირდება კერძო დაზღვევა,“ – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რა უნდა დალიოთ და მიირთვათ ფუკეთში

რა უნდა დალიოთ და მიირთვათ ფუკეთში

12 January, 2025
მხარეებმა დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები

მხარეებმა დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები

იანვარი 13, 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
საქსტატი – 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.0 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი – 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.0 პროცენტით გაიზარდა

იანვარი 13, 2025
The Economist-ის დაშიფრული რებუსი: რა ელის სამყაროს 2025 წელს?

The Economist-ის დაშიფრული რებუსი: რა ელის სამყაროს 2025 წელს?

13 იანვარი 2025
Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

იანვარი 13, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

იანვარი 8, 2025
შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

იანვარი 13, 2025
ტრამპი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

ტრამპი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

10 იანვარი 2025
თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

იანვარი 8, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი