კვირა, თებერვალი 9, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები,,მახსოვს, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი... მადლობა, რომ მომაყოლეთ...“ - რასთან ასოცირდება ახალი წელი...

,,მახსოვს, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… მადლობა, რომ მომაყოლეთ…“ – რასთან ასოცირდება ახალი წელი პეტრე კოლხისთვის

დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ ბავშვობა სამეგრელოში, წალენჯიხაში გაატარა. როგორც სულიერი მოძღვარი პრაიმტაიმთან ჰყვება, ბავშვობაში განცდილი ის მძაფრი საშობაო თუ საახალწლო ემოციები დღემდე ცოცხლობს მასში და მარადიულად თავს ახსენებს.

მამა პეტრე მეგრულ ტრადიციებთან ერთად, დედის კულინარიულ შესაძლებლობებს იხსენებს და ბავშვობიდან წამოღებულ არომატსა და გემოს – “დათუნიას” არქმევს, რომელსაც ცხონებული დედა ბავშვობის ტკბილ მოგონებებად უცხობდა…

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: ვცხოვრობდი წალენჯიხაში. ჩემს ბავშვობაში, ზამთარში თოვლი აუცილებლად მოდიოდა. მშობლები მთელი წლის მანძილზე ზრდიდნენ ბურვაკს, რომელიც საშობაოდ, უზარმაზარ ღორად გადაიქცეოდა. სამეგრელოში ქრისტესშობას “ქირსეს” ეძახიან და ქირსეზე კლავდნენ ამ სპეციალურად საშობაოდ ნასუქებ ღორს. ეს ღორი იყო ძალიან დიდი, უზარმაზარი, ამიტომ მას კაცები კლავდნენ და წმენდნენ. შემდეგ ქალები კუჭნაწლავს ჯერ მდინარის ყინულივით ცივ წყალში გარეცხავდნენ, შემდეგ სახლში ადუღებული წყლით მთელი დღის მანძილზე რეცხავდნენ.

მეორე ეტაპზე უკვე მზადდებოდა მეგრული შაშხი, რომელიც ძალიან მარილდებოდა და მთელი წლის მანძილზე გვქონდა. მზადდებოდა მეგრელების საამაყო კუპატი, რომელიც ძველი მეგრული სანელებლებით იყო გაჯერებული. ასევე აკეთებდნენ კუჭმაჭს – ჯურჯანს (მეგრულად ასე ჰქვია).

მახსოვს, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. შობის დღესასწაული, მიუხედავად იმისა, თუ რა ამინდი იყო, გნებავთ, ყელამდე თოვლიანი, მე ყოველთვის ნათელ, მზიან დღედ ჩამრჩა.

ეზოში მეგრულ ტაბაკს გაშლიდნენ და მოხარშულ ხორცს პირველად ამ მაგიდის ზედაპირზე დაყრიდნენ. იქვე იდგა ტყემლის ან ჭაჭის არაყი და საშობაო ღორის ხორცის პირველი დაგემოვნება სწორედ ტაბაკზე მიდიოდა. მერე, საღამოს, დედა მეზობლის ქალებთან ერთად გაშლიდა სუფრას… დაუვიწყარი პროცესი იყო.

დედა საოცარი კულინარი გახლდათ. განსაკუთრებულად მიყვარდა მისი მომზადებული ნამცხვარი “დათუნია”. არ ვიცი, მართლა არსებობდა თუ არა ასეთი ნამცხვარი, თუ დედას კულინარიული გამოგონება იყო, ერთი კი არის – მთელი ბავშვობა მომყვებოდა “დათუნია” თავისი დაუვიწყარი გემოთი. ზემოდან კაკაო ჰქონდა, შუაგულში თეთრი კრემი და მთელ-მთელი ნიგვზებით იყო… საოცრება… ვიდრე დედა გარდაიცვლებოდა, ყველა დაბადების დღეზე ვთხოვდი, დედა, “დათუნია” გამომიცხე, ხომ იცი, ჩემთვის შენგან მთავარი საჩუქარი, ეს ნამცხვარია-მეთქი… სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
როგორ შევარჩიოთ შპალერი სწორად

როგორ შევარჩიოთ შპალერი სწორად

თებერვალი 8, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მივირთვათ თუ არა არასეზონური სათბურის ბოსტნეული?

მივირთვათ თუ არა არასეზონური სათბურის ბოსტნეული?

თებერვალი 8, 2025
რენე ზელვეგერი შესანიშნავ ფორმაშია – მსახიობის ტრანსფორმაცია

რენე ზელვეგერი შესანიშნავ ფორმაშია – მსახიობის ტრანსფორმაცია

თებერვალი 8, 2025
სახელმწიფო დახმარებები ემიგრანტებისთვის – რა მხარდაჭერა გააჩნიათ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს

სახელმწიფო დახმარებები ემიგრანტებისთვის – რა მხარდაჭერა გააჩნიათ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს

8 თებერვალი 2025
ბეთლემის ქუჩა — ისტორია და განვითარების ხაზი

ბეთლემის ქუჩა — ისტორია და განვითარების ხაზი

თებერვალი 8, 2025
საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილურობას ინარჩუნებს – S&P Global Ratings-ის შეფასება

საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილურობას ინარჩუნებს – S&P Global Ratings-ის შეფასება

თებერვალი 8, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი