პარასკევი, ივლისი 19, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას ხელფასი 800 ლარით გაეზრდება - ირაკლი კობახიძე

მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას ხელფასი 800 ლარით გაეზრდება – ირაკლი კობახიძე

37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტიგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში რეფორმები გაგრძელდება როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფეროში.

„ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა, რომ ამ წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა და საშუალო ზრდა იქნება 500 ლარი. ჩვენს საჯარო სკოლებში სულ არის 52 000 მასწავლებელი, აქედან 37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტიგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით და მეტით, დაახლოებით 25%-ს გაეზრდება ანაზღაურება სულ მცირე 300 ლარით.

ყველა პედაგოგს სულ მცირე 200 ლარით გაეზრდება შრომის ანაზღაურება. ეს არის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, დადებითად აისახება მთლიანად ზოგადი განათლების სისტემაზე, განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას  განათლების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით და გაგრძელდება რეფორმების განხორციელება შემდეგი 4 წლის განმავლობაში.

როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის  სისტემის დახვეწაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იყო გარკვეული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად აქტიურად გავაგრძელებთ  ამ თემებზე მუშაობას“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
რჩევები ბუდაპეშტში სამოძრაოდ

რჩევები ბუდაპეშტში სამოძრაოდ

18 July, 2024
“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა ბათუმში, სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლებში, ტრენინგი გამართა

“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა ბათუმში, სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლებში, ტრენინგი გამართა

ივლისი 19, 2024
5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები

5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები

ივლისი 9, 2024
აჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა

აჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა

ივლისი 13, 2024
ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

12 ივლისი 2024
„საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ჩვენი მოლოდინები გამართლდა“

„საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ჩვენი მოლოდინები გამართლდა“

ივლისი 16, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორი უნდა იყოს იდეალური ცილოვანი საუზმე

როგორი უნდა იყოს იდეალური ცილოვანი საუზმე

ივლისი 16, 2024
ბებიების დანატოვარი რჩევები – სწორ კვებასა და სილამაზეზე

ბებიების დანატოვარი რჩევები – სწორ კვებასა და სილამაზეზე

ივლისი 16, 2024
ინდოელი ბიზნესმენის შვილის შთამბეჭდავი ქორწილი, რომელიც $160 მილიონი დაჯდა

ინდოელი ბიზნესმენის შვილის შთამბეჭდავი ქორწილი, რომელიც $160 მილიონი დაჯდა

15 ივლისი 2024
რატომ ჩაიშალა თბილისის გერბისა და დროშის შესარჩევი კონკურსი

რატომ ჩაიშალა თბილისის გერბისა და დროშის შესარჩევი კონკურსი

ივლისი 14, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი