სამშაბათი, მარტი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიმარსის გასაოცარი პეიზაჟები, რომელთა მსგავსსაც დედამიწაზე ვერ ნახავთ — სურათები

მარსის გასაოცარი პეიზაჟები, რომელთა მსგავსსაც დედამიწაზე ვერ ნახავთ — სურათები

მარსი ცივი და სიცოცხლისგან დაცლილი პლანეტაა, მაგრამ იქ შთამბეჭდავი ხედები უხვადაა. ეს პეიზაჟები ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც დედამიწაზე ვხედავთ, ამიტომ, პირდაპირი მნიშვნელობით, არაამქვეყნიური სილამაზე აქვს.

მარსის ატმოსფერო ძალიან თხელია და მისი 95% ნახშირორჟანგს (CO₂) უკავია. ზამთრის დადგომისას ეს ნაერთი იყინება და პოლარულ რეგიონებში არსებულ ზედაპირს სქელი ფენით ფარავს, რომელიც თვეების განმავლობაში ნარჩუნდება.

ფოტო: John A. Paulson

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ტემპერატურა ნელ-ნელა იმატებს. მზის სინათლე გაყინული CO₂-ის გამჭვირვალე ფენას გადის და მის ქვეშ მდებარე გრუნტს ათბობს. ამ პროცესის შედეგად, ნახშირორჟანგი სუბლიმაციის გზით აირად მდგომარეობაში გადადის და ყინულის ქვეშ გროვდება. საბოლოოდ, ის სუსტ წერტილებში ყინულს აპობს და გეიზერის სახით იფრქვევა, რასაც ქვემოდან მუქი მატერია ამოაქვს.

ნასას ზონდ Mars Reconnaissance Orbiter-ის კამერამ 2018 წლის ოქტომბერში მარსის ამ გეიზერების კვალი გადაიღო.

ხელოვნურად შექმნილი ილუსტრაცია მარსზე არსებულ გეიზერებს გვიჩვენებს.

ფოტო: NASA/JPL-Caltech

ისინი მუქ ლაქებს ქმნის, რომელთა დიამეტრი 1 კილომეტრამდეც აღწევს. წითელ პლანეტაზე გეიზერები საკმაოდ ენერგიულია და მათი ნაკადების სიჩქარე ზოგჯერ 160 კმ/სთ-ს უდრის.

გეიზერების ამოფრქვევის შედეგად ზედაპირზე დატოვებული მუქი ლაქები ზოგჯერ ისეთი ფორმისაა, რომ ობობებს მოგვაგონებს. მეცნიერები მათ ამის გამო ხშირად “ობობასებრი რელიეფის” სახელითაც მოიხსენებენ. ისინი ჯგუფ-ჯგუფადაა განლაგებული და ზედაპირს დანაოჭებულ იერს აძლევს. უფრო მეტი

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

მარტი 17, 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მარტი 17, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

მარტი 17, 2025
როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

მარტი 17, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

მარტი 17, 2025
Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

მარტი 17, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი