სამშაბათი, აპრილი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„მამა კი მენატრები, მაგრამ ვუძლებო“ - რას ჰყვება ზურა შევარდნაძე შვილის შესახებ

„მამა კი მენატრები, მაგრამ ვუძლებო“ – რას ჰყვება ზურა შევარდნაძე შვილის შესახებ

“გარდენია შევარდნაძის” დამფუძნებელი ფლორისტი ზურა შევარდნაძე გადაცემაში “ჩვენი ოჯახი” საკუთარი შვილისა და მამობის შესახებ საუბრობს:

– მყავს არაჩვეულებრივი ქალიშვილი, 6 წლის ესმა შევარდნაძე, რომელსაც ჩემი ბებიის სახელი ჰქვია და ის აძლევს ჩემს ცხოვრებას ფერს, ძალასა და სიხარულს. ახლა დედაჩემთან ერთად გურიაშია. რომ ვკითხე, “მამა არ გენატრები?”, მიპასუხა: “კი მენატრები, მამა, მაგრამ ვუძლებ.” ესმას ყველაფერი აქვს და მადლობა ყველას, ვინც ეს შემაძლებინა. მაგრამ, უნდა ის, რაც არ აქვს. მაგალითად, უნდა, რომ ცხოვრობდეს კორპუსში. თქმა რად უნდა, ესმა ჩემთვის ყველაფერია. მიუხედავად ამისა, მას თავისი ჩარჩოები, ადგილი, როლი აქვს. ტყავის შავი ელასტიკები უნდა, მაგრამ იცით, როგორი? მთლად “მოტმასნილი”. არ ვუკრძალავ, მაგრამ არც სიხარულით ვყიდულობ შავ ტყავის ელასტიკს. ვკითხე, სად ნახე, მამა და ვისთან მოგეწონა-თქო და მითხრა, ასეთი ძალიან ლამაზ გოგონებს აცვიათო. ავტობუსით და მეტროთი უნდა სიარული. მინდა, ჯანმრთელად ვიყო და ჩემ ირგვლივ, სანამ გული და თვალი გამიწვდება ყველა კარგად მყავდეს. არ მინდა, ჩემი ახლობლების ავადმყოფობას ვუყურებდე.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა ბიჭის მშობლები გახდნენ – რა დაარქვეს ახალშობილს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი