პარასკევი, მარტი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოკიბოს საწინააღმდეგო თვისებების გარდა, ბროკოლის კიდევ ერთი უდიდესი სარგებელი აღმოაჩნდა

კიბოს საწინააღმდეგო თვისებების გარდა, ბროკოლის კიდევ ერთი უდიდესი სარგებელი აღმოაჩნდა

ქიმიურმა ნაერთმა, რომელიც ბროკოლიში ბუნებრივად გვხვდება, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ინსულტის გამომწვევი სისხლის თრომბებისგან დაგვიცვას – ამჟამად მსოფლიოში სიკვდილიანობის მეორე მთავარი მიზეზისგან.

სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ტესტირების მთელი სერია ჩაუტარა მცენარეებში არსებულ 23 სხვადასხვა ნაერთს, რათა დაედგინათ მათი მიდრეკილება ჩვენი სისხლის თრომბოციტების შეკავშირებისადმი.

თრომბოციტები კრიტიკულ როლს ასრულებენ ჭრილობების შეკვრაში, რათა სისხლდენა შეწყდეს. მაგრამ გარკვეულ გარემოებებში შეიძლება ასევე წარმოქმნას სახიფათო თრომბები, რომლებიც სისხლის მიმოქცევას მთლიანად ბლოკავენ. სიცოცხლისთვის გადამწყვეტ ქსოვილებში, მაგალითად თავის ტვინსა და გულში, ჟანგბადის დაკარგვის ყოველი წამი გამოუსწორებელ ზიანს ნიშნავს.

ქიმიურმა ნაერთმა, რომელიც ჯვაროსნების ოჯახის ბოსტნეულში გვხვდება, მაგალითად, ბროკოლიში, ყვავილოვან კომბოსტოში და ბროკოლის ყლორტებში, ანტიკოაგულაციური (შედედების საწინააღმდეგო) პოტენციალი აჩვენა. ამ ნაერთს სულფორაფანი (SFN) ეწოდება და წარსულში უკვე მიიქცია მეცნიერთა ყურადღება კიბოს პრევენციისა და ქოლესტერინის დონის შემცირების პოტენციალით.

მოლეკულურ დონეზე სულფორაფანის ზემოქმედების დეტალურმა ანალიზმა ცხადყო, რომ მას თრომბების შეჯგუფების შენელება შეუძლია; ამავე დროს, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას იმავე გარემოში, რაც ჩვენს არტერიებშია. ამას ის აშკარად ახერხებს ცილის, სახელად PDIA6-ის მოდიფიცირების გზით.

„ბროკოლის ეს ნაერთი არა მხოლოდ ეფექტიანია ინსულტის შემდეგ მკურნალობისას თრომბის დამშლელი მედიკამენტების მოქმედების გაუმჯობესებაში, არამედ შესაძლებელია საპრევენციო აგენტად გამოყენება ინსულტის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში“, – ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო მეცნიერი სუიუ ლიუ.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ სულფორაფანი, როგორც ინსულტის რისკის შემცირების გზა მისადმი ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში – ნამდვილად ღირს კვლევებისთვის. განსაკუთრებით გასათვალისწინებელი ისაა, რომ ის ბუნებრივად გვხვდება საკვებში, მათ შორის ბროკოლიში, რომელიც ისედაც კარგია გულის ჯანმრთელობისთვის.

სულფორაფანის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს გადაუდებელ შემთხვევებშიც – ინსულტის მქონე პაციენტებში, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ტვინზე ზემოქმედება. მკურნალობის ასეთმა საშუალებამ შეიძლება მრავალი სიცოცხლე გადაარჩინოს.

თრომბის დამშლელი საშუალება, რომელიც მედიცინაში ამჟამად გამოიყენება, სახელად ქსოვილის ტიპის პლაზმინოგენური აქტივატორი (tPA), ტვინს დაზიანებისგან შემთხვევათა მხოლოდ 20 პროცენტში იცავს. თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში, როდესაც სულფორაფანი მკვლევრებმა tPA-სთან კომბინაციაში გამოიყენეს, წარმატების მაჩვენებელი 60 პროცენტამდე გაიზარდა.

„საინტერესოა, რომ ამ ბუნებრივმა ნაერთმა სისხლდენის არანაირი ნიშნები არ გამოიწვია, რაც სისხლის გამათხელებელი სამკურნალო საშუალებების საკმაოდ გავრცელებული გვერდითი ეფექტია“, – ამბობს ლიუ.

კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა და ადამიანებზე ჯერ არ დატესტილა. მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან, საკმარისი იქნება თუ არა ინსულტის რისკის შესამცირებლად მხოლოდ ბროკოლით მდიდარი კვების რაციონი. თუმცა, ეს საკითხი ნამდვილად ღირს სამომავლო კვლევებისთვის.

ფაქტი კი ის არის, რომ ინსულტი მსოფლიოში წელიწადში დაახლოებით 15 მილიონ ადამიანს ემართება, საიდანაც თითქმის მესამედი შემთხვევა ფატალურად სრულდება, მესამედს კი სამუდამოდ რჩება გარკვეული სახის უნარშეზღუდულობა.

„ძლიერ გახარებული ვართ, რომ გამოვყავით ბუნებრივი ნაერთი, რომელსაც შეიძლება უზარმაზარი სასარგებლო ეფექტები ჰქონდეს. ამ მიმართულებით კვლევებს გავაგრძელებთ“, – ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო მეცნიერი სუიუ ლიუ.

კვლევა ACS Central Science-ში გამოქვეყნდა.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

20 March, 2025
“თუ ლიმფური კვანძი თვეზე მეტხანსაა გადიდებული, გამაგრებულია და არ მოძრაობს, ცხელება და წონაში კლება ერთვის, საშიშია” – რა იწვევს ლიმფური კვანძების გადიდებას?

“თუ ლიმფური კვანძი თვეზე მეტხანსაა გადიდებული, გამაგრებულია და არ მოძრაობს, ცხელება და წონაში კლება ერთვის, საშიშია” – რა იწვევს ლიმფური კვანძების გადიდებას?

მარტი 21, 2025
ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

მარტი 21, 2025
გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

მარტი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

მარტი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი

როგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი

მარტი 20, 2025
თავის მოვლის რუტინა, თუ 30+ ხართ

თავის მოვლის რუტინა, თუ 30+ ხართ

მარტი 21, 2025
სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სისტემა: ინოვაცია და ეფექტურობა

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სისტემა: ინოვაცია და ეფექტურობა

21 მარტი 2025
თბილისის საჯარო სკოლებში გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრები ტარდება

თბილისის საჯარო სკოლებში გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრები ტარდება

მარტი 21, 2025
2024 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 13.6%-ით გაიზარდა და 92 მილიარდ ლარს მიაღწია – საქსტატი

2024 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 13.6%-ით გაიზარდა და 92 მილიარდ ლარს მიაღწია – საქსტატი

მარტი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი