შაბათი, ივნისი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიკვება, რომელიც დაგვეხმარება, 70 წლამდე ვიცხოვროთ ქრონიკული დაავადებების გარეშე

კვება, რომელიც დაგვეხმარება, 70 წლამდე ვიცხოვროთ ქრონიკული დაავადებების გარეშე

კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, უნდა შეზღუდოთ გარკვეული საკვების მოხმარება.

ჰარვარდის ტ.ჩანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ 70 წლამდე ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ხორცის, მარილის, შაქრისა და მავნე ცხიმების მოხმარების შეზღუდვა. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Medicine (NatMed).

კვლევაში მონაწილეობდა 39-69 წლის ჯანდაცვის 105000 თანამშრომელი. 30 წლის განმავლობაში მეცნიერები თვალყურს ადევნებდნენ მონაწილეების კვების რაციონში ცვლილებებს და აღრიცხავდნენ ქრონიკული დაავადების განვითარების ყველა შემთხვევას. აღმოჩნდა, რომ ჯანსაღ კვებას მხოლოდ 9771 მონაწილე (სულ 9,3%) მისდევდა.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მონაწილეები, რომლებიც მოიხმარდნენ მეტ ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულს, თხილს, პარკოსნებს, თევზს და უშაქრო რძის პროდუქტებს, უფრო მეტად აღწევენ 70-80 წლამდე ფიზიკური, გონებრივი ან შემეცნებითი დარღვევის გარეშე.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ხორცის, ასევე მარილის, შაქრის, ცხიმებისა და საკვები დანამატების ნაწილობრივი შეზღუდვა. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ეს ოთხი კომპონენტი ყველაზე ხშირად გვხვდება ულტრა დამუშავებულ საკვებში, როგორიცაა ქარხნული წარმოების საკონდიტრო ნაწარმი, სწრაფი კვება, ტკბილი სასმელები და ძეხვეული.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  იდეები სააღდგომო სუფრის დეკორაციისთვის
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი