სამშაბათი, აპრილი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized„თუ კარგად ვითამაშე, ვარიანტი არ არის, გულში ჩუმად არ ვთქვა - შენთვის,...

„თუ კარგად ვითამაშე, ვარიანტი არ არის, გულში ჩუმად არ ვთქვა – შენთვის, ჩემო აფხაზეთო“ – გზა დევნილობიდან სპორტამდე და კვეკვესკირის „ხმაურიანი სიჩუმე“

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა გუ­შინ ის­ტო­რია და­წე­რა. ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი “ერთა ლი­გის” ფი­ნალ­ში სა­ბერ­ძნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ და 4:2 და­ა­მარ­ცხეს. და­ძა­ბუ­ლი და თავ­და­უ­ზო­გა­ვი ბრძო­ლის შე­დე­გად, სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა ახდა და ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ჩვე­ნი გუნ­დი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იას­პა­რე­ზებს.

ამ გა­მარ­ჯვე­ბის ერთ-ერთი გმი­რი ნა­ხე­ვარმცვე­ლი ნიკა კვეკ­ვეს­კი­რია. მან სა­ბერ­ძნეთ­თან მატჩში თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ა­ში უკა­ნას­კნე­ლი, გა­დამ­წყვე­ტი პე­ნალ­ტი გა­ი­ტა­ნა, რი­თაც გუნდს გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­პო­ვა.

ნიკა კვეკ­ვეს­კი­რის “ხმა­უ­რი­ა­ნი სი­ჩუ­მე”

“ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ტაქ­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლი და მძი­მე თა­მა­ში იყო, რო­მე­ლიც ლო­გი­კუ­რად დას­რულ­და. ორი თა­ნა­ბა­რი გუნ­დი იყო და თა­მა­ში გარ­და­მა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ასე­თი ფი­ნა­ლი უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და ტკბი­ლია. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი­სა და მთე­ლი ქვეყ­ნის წი­ნა­შე უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მქონ­და. ჩემს თავ­ში ხმა­უ­რი­ა­ნი სი­ჩუ­მე იყო და ვერ გა­ვი­გე, რა ხდე­ბო­და…” – თქვა კვეკ­ვეს­კირ­მა ფი­ნა­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ო­ლომ გუ­შინ­დელ გა­მარ­ჯვე­ბა­ში ნა­ხე­ვარმცვე­ლის წვლილს ხაზი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­უს­ვა და აღ­ნიშ­ნა, რომ კვეკ­ვეს­კირ­მა ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი გა­მო­ავ­ლი­ნა.

“აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და აღ­ვნიშ­ნო კვეკ­ვეს­კი­რი, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას­თან წა­გე­ბის მერე ყვე­ლა­ზე მეტს ტი­რო­და. მას არ უწევს ბევ­რი თა­მა­ში, მაგ­რამ ბოლო პე­ნალ­ტი და­არ­ტყა და კარ­გი მა­გა­ლი­თია ეს ყვე­ლა­ფე­რი, ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი აჩ­ვე­ნა და მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბი­ჭებს!” – ვთქვა სა­ნი­ო­ლიმ.

ბავ­შვო­ბა დევ­ნი­ლო­ბა­ში

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის 32 წლის ნა­ხე­ვარმცვე­ლის ნიკა კვეკ­ვეს­კი­რის გზა წარ­მა­ტე­ბამ­დე მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. მისი ოჯა­ხი აფხა­ზე­თი­დან, გა­ლი­დან არის დევ­ნი­ლი, რის გა­მოც სპორ­ტსმენს ბავ­შვო­ბი­დან­ვე ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვამ მო­უ­წია. ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ნიკა წლი­ნა­ხევ­რის იყო, როცა მშობ­ლებ­მა ზუგ­დიდ­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს და ცხოვ­რე­ბა დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში გა­ნაგ­რძეს.

ნიკა კვეკ­ვეს­კი­რის ბავ­შვო­ბა­ზე მე­ზო­ბე­ლი ასე წერს:

“ომის შემ­დეგ, ზუგ­დიდ­ში, დევ­ნილ­თა ჩა­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობ­და, მე­ზობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მე და ჩემი ძმა შორს დავ­დი­ო­დით სკო­ლა­ში და, მე­ზო­ბე­ლი ბავ­შვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე ვი­დე­ქით უკვე გა­ჩე­რე­ბა­ზე. ყო­ველ დი­ლით, ვინც ჩვენ­ზე ადრე ელო­დე­ბო­და ტრან­სპორ­ტს, კვეკ­ვეს­კი­რი იყო. 90-იანი წლე­ბის ყო­ველ წვი­მი­ან, თოვ­ლი­ან, ქა­რი­ან დი­ლას, იდგა 5-6 წლის პა­ტა­რა ბიჭი უზარ­მა­ზა­რი ჩან­თით ჯი­უ­ტად და ვარ­ჯიშ­ზე მი­დი­ო­და. კი­დევ მახ­სოვს, შეკ­რე­ბა­ზე უნდა წა­ეყ­ვა­ნა მწვრთნელს პა­ტა­რე­ბის გუნ­დი და მის მშობ­ლებს (რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ცდი­ლობ­დნენ, არა­ფე­რი მო­ეკ­ლოთ ბავ­შვის­თვის) არ აღ­მო­აჩ­ნდათ ფი­ნან­სე­ბი და ნი­კას მო­უ­წია სახ­ლში დარ­ჩე­ნა, თუმ­ცა იმ­დე­ნად მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბო­და ეს ბავ­შვის­თვის, რომ ეს ამ­ბა­ვი და­უ­მა­ლეს და მწვრთნელს ათ­ქმე­ვი­ნეს, რომ 1 კვი­რა, უბ­რა­ლოდ, ვარ­ჯი­ში არ ექ­ნე­ბო­დათ და ის­ვე­ნებ­დნენ. კი­დევ მახ­სოვს, ერთხელ, “მარ­შრუტ­კის” მძღოლ­მა არ ამო­უშ­ვა, ისე­თი ტა­ლა­ხი­ა­ნი იყო ვარ­ჯი­შის მერე. მე­ო­რე მძღოლ­მა უთხრა, და­ი­ფი­ნე რამე და ჩემს “მარ­შრუტ­კა­ში” ჩა­ჯე­ქი, მალე გავ­დი­ვარ მეცო.

  „პირველი ვიყავი საქართველოში, ვინც საჯაროდ ვაფრთხილებდი მოსახლეობას “გრძელი კოვიდის” შესახებ“

მად­ლო­ბა, ნიკა, ამ სი­ჯი­უ­ტის­თვის, ყვე­ლაფ­რის­თვის და, გან­სა­კუთ­რე­ბით, გუ­შინ­დე­ლი, შე­ნე­ბუ­რი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის გო­ლის­თვის”, – წერს “ფე­ის­ბუქ­ში” ნანა ცხვი­ტა­რია.

მშობ­ლი­ურ აფხა­ზეთს რომ უდი­დე­სი ად­გი­ლი უჭი­რავს კვეკ­ვეს­კი­რის გულ­სა და გო­ნე­ბა­ში, ეს გუ­ში­ნაც გა­მოჩ­ნდა.

გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბილ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან ერ­თად, ნაკ­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი შე­ას­რუ­ლა, რომ­ლის ფონ­ზეც ის­მო­და კვეკ­ვეს­კი­რის და სხვე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბი “აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა! სა­მა­ჩაბ­ლო სა­ქარ­თვე­ლოა!“

ამ­ბობს, რომ ყვე­ლა გოლი აფხა­ზე­თის სა­ხელ­ზე გა­აქვს და ოც­ნე­ბობს გალ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე…

“ზუგ­დი­დი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, თუმ­ცა გალი მა­ინც სხვაა მთე­ლი ჩემი ოჯა­ხის­თვის, ჩემ­თვი­საც. თუ კარ­გად ვი­თა­მა­შე მო­ე­დან­ზე, ვა­რი­ან­ტი არაა, ჩემ გულ­ში ჩუ­მად არ ვთქვა, შენ­თვის, ჩემო აფხა­ზე­თო- მეთ­ქი”. ( წყა­რო: ჟურ­ნა­ლი “ზუგ­დი­დე­ლე­ბი“ N 3. 2007 წ.)

კა­რი­ე­რა

ნიკა კვეკ­ვეს­კი­რი პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა მწვრთნელ­მა, თე­მურ ქეც­ბა­ი­ამ შე­ამ­ჩნია და 2012 წელს ნაკ­რებ­ში გა­მო­ი­ძა­ხა. მა­შინ კვეკ­ვეს­კი­რი ზუგ­დი­დის “ბა­ი­ას” ნა­ხე­ვარმცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­შობ­და და მის­თვის ასე­თი ტრამ­პლი­ნი სრუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო.

“მა­შინ ჩემ­თვის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში მიწ­ვე­ვა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო, რის­თვი­საც დღემ­დე თე­მურ ქეც­ბა­ი­ას მად­ლი­ე­რი ვარ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მო­მე­ცა, ასე­თი დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ვარ­ჯი­შიც კი ჩემ­თვის უდი­დე­სი პრი­ვი­ლე­გია, პა­ტი­ვი და მო­ტი­ვა­ცია გახ­ლდათ. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი რთუ­ლი იყო”, – ამ­ბობ­და წლე­ბის შემ­დეგ კვეკ­ვეს­კი­რი.

ამ­ჟა­მად კვეკ­ვეს­კი­რი პო­ლო­ნეთ­ში, პოზ­ნა­ნის “ლეხ­ში“ თა­მა­შობს და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ას­პა­რე­ზო­ბის გამო გუნ­დმა კონ­ტრაქ­ტი 3 წლით გა­უ­ხან­გრძლი­ვა.

“უდის­ციპ­ლი­ნო ფეხ­ბურ­თე­ლი არც ახალ­გაზ­რდულ ასაკ­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რაც უფრო იზ­რდე­ბი და ვი­თარ­დე­ბი, უფრო და უფრო აფა­სებ ყვე­ლა­ფერს და ხვდე­ბი, რომ ფეხ­ბურთში ყო­ფი­თი დის­ციპ­ლი­ნა ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კი­თხია. მახ­სოვს, მა­მა­ჩე­მი პა­ტა­რა ასაკ­შიც კი მე­უბ­ნე­ბო­და, მწვრთნე­ლის და­ვა­ლე­ბას ბო­ლომ­დე ნუ ას­რუ­ლებ, ჩარ­ჩო­ში ექ­ცე­ვი, ეცა­დე და­ვა­ლე­ბე­ბის 80% შე­ას­რუ­ლო და 20% შენი კრე­ა­ტი­ვი გა­მო­ი­ყე­ნოო.

რო­მან­ტი­კუ­ლი ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ… ფი­ნან­სე­ბის ზრდამ ფეხ­ბურთზეც გავ­ლე­ნა იქო­ნია, ფი­ნან­სურ­მა აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ კა­ცობ­რი­ო­ბა შეც­ვა­ლა და ცხა­დია მას­თან ერ­თად ფეხ­ბურ­თიც…” – ამ­ბობს ნიკა. წყარო

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  რამდენი ხანი შეიძლება გაატაროს ბავშვმა ეკრანთან | რატომ უნდა ვმართოთ ბავშვის საეკრანო დრო
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი