ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„თავის და ოჯახის გადასარჩენად წლებია, რესტორანში ვმუშაობ“ - როგორია ქართველი ჯო კოკერის...

„თავის და ოჯახის გადასარჩენად წლებია, რესტორანში ვმუშაობ“ – როგორია ქართველი ჯო კოკერის ყოველდღიურობა, რომელმაც სიკვდილს არაერთხელ ჩახედა თვალებში

მა­სობ­რი­ვად 10 წლის წინ მე­გა­შოუ „ნი­ჭი­ე­რის“ სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნეს. იმ­ხა­ნად პრო­ექ­ტში, 47 წლის გოჩა ჭა­ბუ­კა­ი­ძის ნამ­ღერ­მა მა­ყუ­რებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცია გა­მო­იწ­ვია. კონ­კურ­სზე მარ­ტო მი­ვი­და და თქვა, რომ იმ გა­მოს­ვლით ხმის მიწ­ვდე­ნა საფ­რან­გეთ­ში მყო­ფი ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის სურ­და. ქა­ლიშ­ვილ­საც მი­აწ­ვდი­ნა ხმა და ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლე­ბიც და­ი­პყრო.

ბა­ტო­ნი გოჩა რეს­ტორ­ნის მუ­სი­კო­სია, ასე იყო “ნი­ჭი­ერ­ში” მის­ვლამ­დე – ამ მხრივ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. მღე­რის როკს და ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ეკ­ლე­სი­ა­ში სა­ხა­რე­ბას კი­თხუ­ლობს. ამ­ბობს, რომ ამ ყვე­ლა­ფერს დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და მო­წი­წე­ბით აბა­ლან­სებს. არის პრო­ზა­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ავ­ტო­რი. ჰყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი…

რო­გორც ამ­ბობს, ცხოვ­რე­ბა მის­თვის საკ­მა­ოდ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით სავ­სე აღ­მოჩ­ნდა – სიკ­ვდილს თვა­ლებ­ში არა­ერ­თხელ ჩა­ხე­და… ახლა სწო­რედ იმ გან­საც­დე­ლებს იხ­სე­ნებს, რის პი­რის­პი­რაც სხვა­დას­ხვა დროს აღ­მოჩ­ნდა.

– 12 წლის ვი­ყა­ვი, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში რომ მოვ­ყე­ვი. ოღონდ, ის ამ­ბა­ვი იქი­დან მახ­სოვს, თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე და ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რა დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო. რა რო­გორ მოხ­და, ამის შე­სა­ხებ რაც ვიცი, უკვე სხვე­ბის მო­ყო­ლი­ლით. და­სას­ვე­ნებ­ლად წა­სუ­ლი პა­ტა­რა ბავ­შვი სახ­ლში ვბრუნ­დე­ბო­დი. იმა­ვე ნა­თე­სა­ვებს მოვ­ყავ­დი, ვინც წა­მიყ­ვა­ნა… მძღო­ლი რა­ღაც­ნა­ი­რად და­იბ­ნა და იმის­თვის, რომ პი­რის­პირ მო­მა­ვალ უზარ­მა­ზარ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნას არ შეს­ჯა­ხე­ბო­და, მკვეთ­რად და­ა­მუხ­რუ­ჭა, ასე­ვე მკვეთ­რად მო­უხ­ვია და იქვე არ­სე­ბულ ბოძს ისე შე­ას­კდა, რომ უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე მჯდომ­მა სა­ქა­რე მინა თურ­მე თა­ვით გა­ვი­ტა­ნე. ამ ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გი მოჰ­ყვა… მქონ­და ტვი­ნის შერ­ყე­ვის მძი­მე ფორ­მა, ფეხი ბარ­ძაყ­ში იყო ამო­ვარ­დნი­ლი. სა­ხე­ზე ისე­თი და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ჩემი ცნო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო – 40 ნა­კე­რი მქო­ნა (ამის კვა­ლი ახ­ლაც მე­ტყო­ბა)… ნა­ხე­ვარ­ზე მეტი სის­ხლიც და­მი­კარ­გავს და სი­ცო­ცხლის ნი­შან-წყა­ლი აღარ მე­ტყო­ბო­და… მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს იმის­თვის, რომ რო­გორ­ღაც გა­დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი… გუ­ლის კუნთში ად­რე­ნა­ლი­ნი გა­უ­კე­თე­ბი­ათ, ამის შემ­დეგ ამო­მიკ­ვნე­სია და ამით მიხ­ვდნენ, რომ ცო­ცხა­ლი ვი­ყა­ვი. ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბით მთე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო შეძ­რუ­ლი იყო. თბი­ლი­სი­დან პრო­ფე­სო­რიც ჩა­მო­უყ­ვა­ნი­ათ…

– სად მოხ­და ეს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა?

– ბორ­ჯო­მი-ახალ­და­ბის გზა­ზე. ეს ად­გი­ლი საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის კუ­თხით ცნო­ბი­ლი ყო­ფი­ლა. ასე მოვ­ხვდი, სუ­რა­მის ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მან­ქა­ნას, რო­მელ­საც ეს ტრა­გე­დია შე­ემ­თხვა, თურ­მე უკან მოჰ­ყვე­ბო­და გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე პა­ცი­ენ­ტთან მი­მა­ვა­ლი სას­წრა­ფოს ეკი­პა­ჟი. რომ არა იმ სას­წრა­ფოს ექი­მე­ბის მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა, ალ­ბათ, სა­ეჭ­ვოც იქ­ნე­ბო­და ჩემი გა­დარ­ჩე­ნა…

– მაგ­რამ მხო­ლოდ ეს არ იყო ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში გა­და­ტა­ნი­ლი ერ­თდერ­თი გან­საც­დე­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ დედა საკ­მა­ოდ პა­ტა­რამ და­კარ­გეთ…

  “ბოლო გზაზე მივაცილებთ მეგობარს, უნიკალურ ექიმს და მეცნიერს…“ – დავით თელიას კოლეგები ემშვიდობებიან

– ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი დე­დას რომ და­კარ­გავ, თავ­შე­საფ­რის ძი­ე­ბა­ში ხარ, ვინ გა­გი­წევს დე­დის მა­გივ­რო­ბას… მა­მა­ჩე­მიც დეპ­რე­სი­ა­ში იყო… მერე სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში წას­ვლა თვი­თონ მო­ვი­თხო­ვე, მაგ­რამ იქაც მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდი. კავ­კა­სი­ე­ლებს ემ­ტე­რე­ბოდ­ნენ, თან საბ­ჭო­თა ჯა­რის უხი­ლა­ვი წე­სე­ბიც მოქ­მე­დებ­და. ქარ­თვე­ლი მაგ­რად უნდა დამ­დგა­რი­ყა­ვი, რომ ია­ტა­კის მო­რე­ცხვა, ჭურ­ჭლის რე­ცხვა შენს თავ­ზე არ აგე­ღო, მაგ­რამ თუ ამა­ზე უარს იტყო­დი, მა­შინ ამა­ზე პა­სუ­ხიც უნდა გეგო. ამ ყვე­ლაფ­რის გამო შეხ­ლა-შე­მოხ­ლა­ში 30-მა კაც­მა მო­მიმ­წყვდია. ის და­პი­რის­პი­რე­ბა სა­წყობ­ში მოხ­და. ერთი-ორს გა­ვუმკლავ­დი, სა­ნამ შევ­ძე­ლი, მერე არა­ფე­რი აღარ მახ­სოვს, გონ­ზე რომ მო­მიყ­ვა­ნეს, სის­ხლში მოს­ვრი­ლი ვი­ყა­ვი. მო­რი­გემ გა­მო­ი­ა­რა, იკი­თხა რა მოხ­დაო? არა­ფე­რი, და­ვე­ცი-მეთ­ქი. მიხ­ვდა, რომ იმის მთქმე­ლი არ ვი­ყა­ვი, რაც მოხ­და. ამის შემ­დეგ ის 30 კაცი ჩემი მე­გო­ბა­რი გახ­და, რად­გან ისი­ნი არ გა­ვე­ცი. მალე კავ­კა­სი­ის ჰა­ვა­ზე გაზ­რდი­ლი ისე გავ­ცივ­დი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ფილ­ტვებ­ში წყა­ლი ჩა­მიდ­გა. შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ხა­ბა­როვ­სკის მხა­რე­ში ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან დიდი ყინ­ვე­ბი იყო და რომ არა იქა­უ­რი სა­ნი­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლის ექი­მი, არ ვიცი, რა მოხ­დე­ბო­და. უკვე ვბო­დავ­დი, მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი მქონ­და და სას­წრა­ფოდ ქა­ლა­ქის ჰოს­პი­ტალ­ში წა­მიყ­ვა­ნეს. ფილ­ტვში წყა­ლი მქონ­და – მარ­ცხე­ნა ფილ­ტვის ექ­სუ­და­ცი­უ­რი პლევ­რი­ტი და­მიდ­გინ­და. მოკ­ლედ, იქაც გა­და­მარ­ჩი­ნეს…

– ეკ­ლე­სი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ხართ, რო­გორ და­უ­კავ­ში­რეთ ცხოვ­რე­ბა ეკ­ლე­სი­ას?

– ღრმად მორ­წმუ­ნე არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მწამ­და, რომ არ­სე­ბობს უფა­ლი, არ­სე­ბობს უხი­ლა­ვი ძალა, არის ან­გე­ლო­ზი, მაგ­რამ ასე პი­რის­პირ რომ შევ­ხვედ­რო­დი და მეგ­რძნო ეს ყვე­ლა­ფე­რი, მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. მარ­თლა გარ­დამ­ტე­ხი ეტა­პი აღ­მოჩ­ნდა ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც 90-ია­ნებ­ში მოხ­და… თა­ვის და ოჯა­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად, რეს­ტო­რან­ში უკვე წლე­ბია ვმუ­შა­ობ. ერთ-ერთი რეს­ტორ­ნის მუ­სი­კო­სი გახ­ლდით, ერთ სა­ღა­მოს ჩემს კლა­ვი­შებ­თან ვი­ჯე­ქი, ახა­ლი შე­ძე­ნი­ლი მქონ­და (სა­ოც­ნე­ბო ინ­სტრუ­მენ­ტი) იყო, ვუკ­რავ­დი და ვმღე­რო­დი ხალ­ხის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო მე­ლო­დი­ებს. უეც­რად გა­იხ­სნა კარი და შე­მო­ვი­და რამ­დე­ნი­მე თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა, რომ­ლებ­მაც იქ დიდი არე­უ­ლო­ბა და ხმა­უ­რი შე­მო­ი­ტა­ნეს. ისე­თი ამ­ბა­ვი ატე­ხეს, რომ იქ მათი ყოფ­ნა აუ­ტა­ნე­ლი გახ­და. მე საქ­მე­ზე ვი­ყა­ვი გა­სას­ვლე­ლი, რა­ღაც სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში უნდა მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან დე­ტა­ლე­ბი მქონ­და გა­სავ­ლე­ლი. ამი­ტომ რეს­ტორ­ნის დი­რექ­ცი­ას, სა­დაც ვი­ყა­ვი, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე, საქ­მე­ზე უნდა გა­ვი­დე-მეთ­ქი. მო­ლა­პა­რა­კე­ბი­დან რეს­ტო­რან­ში რომ დავ­ბრუნ­დი, ფეხ­და­ფეხ მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­მომ­ყვნენ. იქ იმ ახალ­გაზ­რდე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ვი­ღა­ცას გა­მო­ე­ძა­ხა. მო­ვიდ­ნენ, და­ა­პა­ტიმ­რეს და წა­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ის ხალ­ხი ისევ უკან დაბ­რუნ­და…

ამა­სო­ბა­ში სა­მუ­შაო დღე და­ვას­რუ­ლეთ, ავი­ღე ინ­სტრუ­მენ­ტი მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში ჩავ­დე. ჩემ­თან ერ­თად მე­გო­ბა­რი (მუ­სი­კო­სი, ლერი ომა­რაშ­ვი­ლი, დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დღეს ცო­ცხა­ლი აღარ არის) იყო და ასე­ვე მან­ქა­ნის მძღო­ლი (იმ წამს გაც­ნო­ბი­ლი). ავ­ტო­მო­ბი­ლის დაძ­ვრა ად­გი­ლი­დან ვერ მო­ვას­წა­რით, რომ ის სამი ახალ­გაზ­რდა ჩვე­ნი მან­ქა­ნის სა­ლონ­ში აღ­მოჩ­ნდა. მე ერთი რამ ვი­ფიქ­რე – რად­გან მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მე შე­მომ­ყვნენ, ალ­ბათ ჩათ­ვა­ლეს, რომ მე გა­მო­ვი­ძა­ხე… სა­ჭეს­თან მათი ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დაჯ­და, ორი ჩვენ უკან აქეთ-იქით მოგ­ვიჯ­და. გა­მო­ვი­და, რომ ის ორი ადა­მი­ა­ნიც ჩემ­თან ერ­თად გა­ი­ტა­ცეს. კონ­კრე­ტუ­ლად ჩემ­ზე ჰქონ­დათ იე­რი­ში. მათ არა­ფერს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ. მე ხან მცემ­დნენ, შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­ყე­ნე­ბენ, ხან მამ­ღე­რებ­დნენ და თან სულ ერთი და იგი­ვე სიმ­ღე­რას. ხმის ამო­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ მქონ­და. რა­ღაც პა­უ­ზებ­ში ვლო­ცუ­ლობ­დი. იმ დროს ეკ­ლე­სი­ა­ში ფეხი ახა­ლი შედ­გმუ­ლი მქონ­და, ღრმად არ ვი­ყა­ვი ჩა­ხე­დუ­ლი, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, უფალ­მა გა­და­წყვი­ტა, ღრმად შე­მო­სუ­ლი­ყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

  GWP-ი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

– და მან­ქა­ნით ასე გა­ტა­რებ­დნენ?

– ქა­ლაქ­ში ვმოძ­რა­ობ­დით. იყო ეპი­ზო­დი, როცა მან­ქა­ნა­ში ჩა­ტო­ვე­ბუ­ლი იყო გა­სა­ღე­ბიც, ისი­ნი გა­და­სუ­ლე­ბი იქ­ვნენ სა­ლო­ნი­დან. ბი­ჭებ­მა მი­თხრეს, გა­ვიქ­ცეთ, შან­სი გვაქ­ვსო. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში-მეთ­ქი, – ვუ­თხა­რი. იმი­ტომ, რომ როცა მარ­თა­ლი ხარ და სი­მარ­თლე შენს მხა­რე­საა, ის თა­ვის გზას მა­ინც იპო­ვის… ასე­თი შან­სი მე­ო­რე­დაც მოგ­ვცეს… იმ ტან­ჯვა-წვა­ლე­ბის შემ­დეგ ჩემ­ში სას­წა­უ­ლი რწმე­ნა შე­მო­ვი­და. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად 50-ე ფსალ­მუნს ვი­მე­ო­რებ­დი. მერე ერთ-ერთ სახ­ლში მიგ­ვიყ­ვა­ნეს. იქ გაშ­ლი­ლი სუფ­რა დახ­ვდათ და დიდი პა­ტი­ვით დახ­ვდნენ, ულო­ცავ­დნენ სა­პა­ტიმ­რო­დან გა­მოს­ვლას. კი, მაგ­რამ ეს ვინ გვა­ცა­ლა, ამან მი­ლი­ცი­ას და­უ­რე­კა, თავ­ზე დაგ­ვა­ყე­ნა. ჩვენ გვერ­დით ჩამ­შვე­ბი ადა­მი­ა­ნი­აო. იმ კაც­მა ასეთს ჩემს ოჯახ­ში რა უნ­დაო და რა­ღაც სა­გა­ნი ის­რო­ლა, რო­მე­ლიც მომ­ხვდა და და­ვე­ცი. გო­ნე­ბა დავ­კარ­გე. ცოტა აზ­რზე რომ მო­ვე­დი, მი­თხრეს, – ხომ ხვდე­ბი, სად ხარ, იტყვი თუ არა რა­მეს, გა­გა­ნად­გუ­რე­ბე­ნო. მივ­ხვდი, რომ სი­ტყვა უნდა მეთ­ქვა. ერთ სი­ტყვას ვი­ტყვი-მეთ­ქი. თავი ჩავ­ღუ­ნე და წარ­მოვ­თქვი – მე ღმერ­თის წი­ნა­შე მარ­თა­ლი ვარ! სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე ჩა­მოწ­ვა. ერთ-ერ­თმა ხელი გა­მო­მი­წო­და, ჩა­მო­მარ­თვი და გა­ი­მე­ო­რე, რაც თქვიო. გა­ვი­მე­ო­რე…

ამის მერე ვერ გე­ტყვით, რა ტრანსფორ­მა­ცია მოხ­და. ეს ბიჭი მარ­თა­ლია, – ხმა არა­ვინ გას­ცეთ. მარ­თა­ლი­აა! ეს რომ გა­ვი­გო­ნე, ცრემ­ლებს ვე­ღარ ვა­ჩე­რებ­დი. იქ ვე­ღარ გავ­ჩერ­დი და გა­რეთ გავ­ვარ­დი, მი­წა­ზე და­ვემ­ხე. აი, იქ მოხ­და ჩემი ქრის­ტეს­თან შეხ­ვედ­რა… ვი­ცო­დი, რომ მის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რი იყო, მაგ­რამ ხომ არის ადა­მი­ა­ნი მორ­წმუ­ნე და მცი­რედ­მორ­წმუ­ნე?! მე იმ წა­მი­დან ის ადა­მი­ა­ნი გავ­ხდი, რო­მელ­საც მის არ­სე­ბო­ბა­ში ეჭვი არ უნდა შემ­პა­რო­და… იგი­ვე ბიჭი გა­მო­ვი­და, ადე­ქი, მო­სუ­ლი­ერ­დი და იქ უნდა წა­გიყ­ვა­ნო, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გეჩ­ქა­რე­ბაო… შო­ბის ღამე თენ­დე­ბო­და… ჩემს თან­მხლებ პი­რებს არ სჯე­რო­დათ, რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი ვი­ყა­ვით… ვიცი, რომ სა­ბარ­გულ­ში ინ­სტრუ­მენ­ტი გი­დევს, არც იმას წა­გარ­თმევთ, მან­ქა­ნა­საც გი­ტო­ვებ­თო.

მერე ასე­თი რამ თქვა – ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა შე­იძ­ლე­ბა არც მოხ­დეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდით, რომ გი­თხრა, ვისი შვი­ლე­ბი ვართ, გა­გიკ­ვირ­დე­ბა, თუმ­ცა არ უთ­ქვამს, არ გა­უმ­ჟღავ­ნე­ბია… მე ის ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სად აღარ მი­ნა­ხავს და შემ­ხვედ­რია… ვფიქ­რობ, რომ იმ სა­ღა­მოს ორი ადა­მი­ა­ნის სრუ­ლი ტრანსფორ­მა­ცია მოხ­და – ჩე­მიც და იმ ადა­მი­ა­ნი­საც, რო­გორც მტარ­ვა­ლის და ტან­ჯუ­ლის. დრო რომ გა­ვი­და, დავ­წე­რე ასე­თი პა­ტა­რა პრო­ზა­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­საც და­ვარ­ქვი „ძვირ­ფა­სი მარ­გა­ლი­ტი“. სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია, ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც აღ­მო­ა­ჩი­ნა მი­წა­ში ჩა­მარ­ხუ­ლი ძვირ­ფა­სი მარ­გა­ლი­ტი, არა­ვის არა­ფე­რი უთხრა. მერე წა­ვი­და, მთე­ლი თა­ვი­სი სახლ-კარი გა­ყი­და და ის მინ­დო­რი იყი­და, რომ ძვირ­ფა­სი მარ­გა­ლი­ტი მხო­ლოდ მას ჰქო­ნო­და. შე­იძ­ლე­ბა იმ ღა­მეს ყვე­ლა­ფე­რი და­მე­კარ­გა, მაგ­რამ რო­გორც პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი წერს, ყვე­ლა­ფერს ნაგ­ვად მი­ვიჩ­ნევ, ოღონ­დაც, ქრის­ტე შე­ვი­ძი­ნოო, მე იმ ღა­მეს ქრის­ტე შე­ვი­ძი­ნე.

  საქართველოში დათბება და გამოიდარებს - სად მოიმატებს ტემპერატურა 20 გრადუსამდე 

– ერთხელ ტყვი­ე­ბის წვი­მა­შიც აღ­მოჩ­დით, ხომ?

– მხედ­რი­ო­ნის პე­რი­ო­დი იყო, დრო, როცა ყვე­ლას ავ­ტო­მა­ტი ეკა­ვა ხელ­ში. მა­ში­ნაც რეს­ტო­რან­ში ვმუ­შა­ობ­დი და ერ­თმა ადა­მი­ან­მა ცალ­კე კუ­პე­ში შე­მიყ­ვა­ნა. ესა და ეს სიმ­ღე­რა მიყ­ვარს და შე­მის­რუ­ლე. ამ სიმ­ღე­რას­თან დიდი მო­გო­ნე­ბე­ბი მაქ­ვსო. და­ვი­წყე დაკ­ვრა, მღე­რა და ერთი კედ­ლი­დან რომ და­უყ­ვა, ოთხი­ვე კე­დელს ავ­ტო­მა­ტის სრო­ლით შე­მო­უ­ა­რა. ვუკ­რავ­დი, ვმღე­რო­დი და მას­რე­ბი თავ­ზე, თი­თებ­ზე მაც­ვი­ო­და. ახ­ლაც მიკ­ვირს, ანას­ხლე­ტი რო­გორ არ მომ­ხდა. ალ­ბათ მთა­ვა­რია ში­ნა­გა­ნი რწმე­ნა და უფ­ლის მფარ­ვე­ლო­ბის იმე­დი არ და­კარ­გო…

– რო­გორ ხსნით, ეს ყვე­ლა­ფე­რი რაც მოგ­ვი­ყე­ვით, რაც გა­დაგხდათ – უიღ­ბლო­ბაა თუ იღ­ბლი­ა­ნო­ბა?

– ია­კობ მო­ცი­ქუ­ლი თა­ვის ეპის­ტო­ლეს ასე იწყებს: ყო­ვე­ლი­ვე დიდი სი­ხა­რუ­ლად ჩათ­ვა­ლეთ, რო­დე­საც დიდ გან­საც­დელ­ში ხვდე­ბით. გან­საც­დე­ლი შობს მოთ­მი­ნე­ბას, მოთ­მი­ნე­ბა მარ­ხვას, მარ­ხვა ლოც­ვას, ლოც­ვა სიყ­ვა­რულს, რო­მე­ლიც უმე­ტე­სია. რო­დე­საც ეკ­ლე­სი­ა­ში ფეხი შევ­დგი და სა­ხა­რე­ბის კი­თხვა და­ვი­წყე (თა­ვე­ბის მი­ხედ­ვით იკი­თხე­ბო­და) არ არ­სე­ბობ­და, რომ იმ დღეს იმ სა­ხა­რე­ბის სიბ­რძნე სი­ნამ­დვი­ლე­ში არ შე­მეგ­რძნო. ასე მწვრთნი­და და მას­წავ­ლი­და მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე უფა­ლი. წყარო

 

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი