ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებავინ არის ქრისტინა ცირეკიძე - მოდელი, რომელიც 2015 წელს Vogue-ის გარეკანზე მოხვდა...

ვინ არის ქრისტინა ცირეკიძე – მოდელი, რომელიც 2015 წელს Vogue-ის გარეკანზე მოხვდა და რუსეთს სამშობლოდ მოიხსენიებს

ქარ­თვე­ლი მო­დე­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბა უცხო­ეთ­ში მე­დი­ას ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არა­სო­დეს რჩე­ბა. მა­გა­ლი­თად, ბოლო თვე­ე­ბია ხში­რად ვწერთ მა­ტილ­და გვარ­ლი­ან­ზე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლია ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ. ახ­ლა­ხან გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი ნი­დერ­ლან­დუ­რი Vogue-ის 2024 წლის მარ­ტის ნომ­რის გა­რე­კან­ზე მოხ­ვდა. ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლია, რო­მე­ლიც Vogue-ის გა­რე­კან­ზე გა­მოჩ­ნდა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ი­მარ­თა დის­კუ­სია, რომ რე­ა­ლუ­რად პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი Vogue-ის გა­რე­კან­ზე მოხ­ვდა 2015 წელს, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მო­დე­ლი ქრის­ტი­ნა ცი­რე­კი­ძეა.

ვინ არის ქრის­ტი­ნა ცი­რე­კი­ძე

მას­ზე ინ­ტერ­ნეტ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა რთუ­ლია. და­ი­ბა­და 1983 წელს, წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლია, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს უცხოვ­რია. მამა – გე­ნა­დი ცი­რე­კი­ძე წარ­მო­შო­ბით ტყი­ბუ­ლი­და­ნაა, ხოლო დედა – ან­ტო­ნი­ნა ცი­რე­კი­ძე კი უკ­რა­ი­ნი­დან.

გო­გო­ნა თავ­და­პირ­ვე­ლად უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობ­და დე­დას­თან ერ­თად, შემ­დეგ კი მა­მას­თან გა­და­ვი­და მოს­კოვ­ში.

“ჩემი ერ­თა­დერ­თი, არა­სო­დეს წყვეტს ჩემს გა­ო­ცე­ბას“ – წერს მა­მა­ზე მო­დე­ლი და მას­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს.

ქრის­ტი­ნამ სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა 14 წლის ასაკ­ში და­ი­წყო. პირ­ვე­ლად კას­ტინგზე მოს­კოვ­ში მი­ვი­და, ზუს­ტად ორ კვი­რა­ში, პა­რიზ­ში გა­ემ­გზავ­რა და მო­დე­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სკო­ლაც იქ და­ამ­თავ­რა.

მამა თავ­და­პირ­ვე­ლად შვი­ლის მო­დე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, თუმ­ცა გო­გო­ნას ისე­თი თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად, რომ მისი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რის აწყო­ბა­ში თით­ქმის მთე­ლი ოჯა­ხი ჩა­ერ­თო.

მო­დე­ლის დედა კი მოს­კოვ­ში ცნო­ბი­ლი ვი­ზა­ჟის­ტია. ხოლო და დი­ა­ნა ცი­რე­კი­ძე პო­პუ­ლა­რუ­ლი როკ-ჯგუ­ფის Prinzessa Avenue წევ­რია, სა­დაც მღე­რის და უკ­რავს გი­ტა­რა­ზე.

ლუი ვი­ტო­ნი, ჯონ გა­ლი­ა­ნო, ივ სენ ლო­რა­ნი – ეს იმ ბრენ­დე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­თა­ნაც ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში წე­რია, რომ ის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, იტა­ლი­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი მი­ლა­ნი-პა­რი­ზის რე­ის­ზე გა­იც­ნო და ორ წე­ლი­წად­ში და­ქორ­წინ­დნენ. ქრის­ტი­ნა ამ­ჟა­მად პა­რიზ­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ იძებ­ნე­ბა მისი ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

2005 წელს ქრის­ტი­ნა ცი­რე­კი­ძემ Dsquared-ის გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის ჩვე­ნე­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დო, რო­დე­საც მწვა­ნე კა­ბით პო­დი­უმ­ზე გა­მოს­ვლი­სას მო­უ­ლოდ­ნე­ლად უკა­ნა­ლი გა­მო­ა­ჩი­ნა.

  მეამაყება, რომ ვარ ქართველი, დავიბადე ამ ქვეყანაში და საქართველო ჩემი სამშობლოა - კალაძე

მი­უ­ხე­და­ვად პა­რიზ­ში ცხოვ­რე­ბი­სა, ის პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­დის მოს­კოვ­ში და რუ­სეთს სამ­შობ­ლოდ მო­იხ­სე­ნი­ებს. ერთ-ერთ ფო­ტო­ში, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის ცენ­ტრში აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, წერს:

– სამ­შობ­ლო­ში დავ­ბრუნ­დი, რა მომ­ხიბ­ლა­ვი ქა­ლა­ქია, ვა­მა­ყობ, რომ ჩემს სახ­ლს ვუ­წო­დებ. ყო­ველ­თვის იც­ვლე­ბა და ახალ ფორ­მებს იღებს, მაგ­რამ მა­ინც რჩე­ბა ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი და თავ­მდა­ბა­ლი წი­თე­ლი მო­ედ­ნი­დან მის ბუ­ნე­ბამ­დე, ახა­ლი კულ­ტუ­რის სივ­რცე­ე­ბამ­დე და, რა თქმა უნდა, მეტ­რო­სად­გუ­რე­ბი… არა­სო­დეს არის საკ­მა­რი­სი…“

სა­ვა­რა­უ­დოდ, ცი­რე­კი­ძე ქარ­თუ­ლად სა­უბ­რობს. ერთ-ერთ ბოლო ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ქარ­თვე­ლი გა­მომ­წე­რის მიერ და­წე­რილ კო­მენ­ტარს ქარ­თუ­ლად უპა­სუ­ხა. წყარო

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი