პარასკევი, მაისი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისივაკის პარკში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ლიფტი მოეწყო

ვაკის პარკში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ლიფტი მოეწყო

ვაკის პარკში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ლიფტი დამონტაჟდა. პროექტი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინიციატივით განხორციელდა და მისი ღირებულება 63 000 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში დემონტაჟდა ამორტიზებული კონსტრუქცია და მის ნაცვლად დამონტაჟდა დახურული ტიპის ვერტიკალური პლატფორმა, რომელიც ჰიდრავლიკური სისტემითა და პანორამული შახტით არის აღჭურვილი. ადაპტირებული ლიფტი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია სიჩქარის შემზღუდავი სისტემით, ვიზუალური და აუდიო სიგნალებით, ავარიული გაჩერების ღილაკით, ვენტილაციით, ბრაილის შრიფტით დატანილი ღილაკებით და ალტერნატიული კვების ბლოკით, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის დასრულებას ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც.

„დავასრულეთ პროექტის პირველი ეტაპი და ვაკის პარკის მხარეს მოვაწყვეთ თანამედროვე სტანდარტების, უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი ადაპტირებული ლიფტი, რომელიც აღჭურვილია: სიჩქარის შემზღუდავი სისტემით, აუდიო და ვიზუალური გადატვირთვის სიგნალით, ავარიული გაჩერების ღილაკით, შიდა ვენტილაციისა და ალტერნატიული კვების სისტემით, რომლის მეშვეობითაც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, ლიფტი დაასრულებს დაწყებულ მოძრაობას, ასევე, ღილაკები ბრაილის შრიფტით. ზოგადად, ხშირია ვანდალიზმის ფაქტები და მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გავუფრთხილდეთ ახალ ინფრასტრუქტურას და ნუ დავაზიანებთ კონსტრუქციას, აღნიშნული ლიფტი განკუთვნილია შშმ პირებისთვის“, – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ.

მუნიციპალიტეტი გეგმავს პროექტის მეორე ეტაპს — ლიფტის ანალოგიური მოდელის მოწყობას თამარაშვილის გამზირის დასაწყისში, მიწისქვეშა გადასასვლელში. მისი დასრულების შემდეგ შშმ პირებს საშუალება ექნებათ გადაადგილდნენ როგორც ვაკის პარკში, ისე მეორე მხარეს არსებული საზოგადოებრივი სივრცეებისკენ უსაფრთხოდ და მარტივად.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
Ani Davidiani
  თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი