UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენს გამარჯვებაში! ჯგუფიდანაც გავალთ“, – წერს ილია თოფურია Instagram-ზე.
ილია თოფურია საქართველოში იმყოფებოდა. 21 მარტს საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის მატჩამდე გამოვიდა და ქართველ გულშემატკივარს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა.
26 მარტს კი საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები