511 ექსპერტი 12 ქვეყნიდან – წარმატებული საერთაშორისო ტრენინგები პროფესორ გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით!
ჯანდაცვა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის — ლტოლვილებისთვის, მიგრანტებისთვის და თითოეული ადამიანისთვის!
2025 წლის 9-10 აპრილს, რუმინეთში, გაიმართა მნიშვნელოვანი ტრენინგი:
ღონისძიების ფასილიტატორი და ტექნიკური ექსპერტი გახლდით პროფესორი გიორგი ფხაკაძე, MD, MPH, PhD, WHO-ის სათაო ოფისიდან (ჟენევა).
🔵 ტრენინგი დაფუძნებულია WHO-ის გლობალურ კომპეტენციის სტანდარტებზე, რომელიც პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ შეიმუშავა.
🔵 სულ ჩატარებულია 11 ტრენინგი ნიგერიაში, მალიში, სენეგალში, ნიგერში, ლატვიაში, იტალიაში და რუმინეთში.
🔵 გადამზადდა 511 ექსპერტი 12 სხვადასხვა ქვეყნიდან!
ტრენინგების მიზანი იყო:
✅ პოლიტიკის შემმუშავებლების, ჯანდაცვის მუშაკების და ჯანმრთელობის მედიატორების უნარების გაძლიერება;
✅ ლტოლვილებისა და მიგრანტებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
✅ კულტურულად მგრძნობიარე და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვა.
როგორც ყოველთვის ვამბობ:
“სწორად გადამზადებული და სტანდარტებზე დაფუძნებული ჯანდაცვის მუშაკები ქმნიან იმ უსაფრთხო გარემოს, სადაც არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს მიღმა!”- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
ეს პროგრამა არის ცოცხალი მაგალითი, რომ სწორი მიდგომითა და პროფესიონალური პარტნიორობით შეგვიძლია შევცვალოთ რეალობა როგორც ლტოლვილებისთვის და მიგრანტებისთვის, ასევე მთელი საზოგადოებისათვის.
📌 დამატებითი ინფორმაცია ღონისძიებაზე იხილეთ აქ:
🔗 https://www.who.int/europe/news-room/events/item/2025/04/09/default-calendar/empowering-health-partners-to-ensure-access-to-care-for-refugees-and-migrants-in-romania