დღის ამბები პოზიტივზე
დღის ამბები -საქართველოს გერმანელი ღვინის ჟურნალისტები, ბლოგერები და სომელიეები სტუმრობდნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს ოთხი დღის განმავლობაში, სტუმრები ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ 10-ზე მეტ კომპანიასა და მარანს ეწვივნენ და დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.
….
დღის ამბები -საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელის გავლენიანი მედია საშუალებების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში საქართველოს 10 ჟურნალისტი და ბლოგერი ეწვია.
„ისრაელის მაღალრეიტინგული ონლაინ გამოცემების, სამოგზაურო პლატფორმების ჟურნალისტებმა და „Instagram“ ბლოგერებმა თბილისის ტურისტული ადგილები დაათვალიერეს. ისრაელის მედიის წარმომადგენლები და ბლოგერები ტურისტული პროდუქტების, ადგილების, ქართული კულტურის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სტატიებს, “სთორებსა” და პოსტებს ამზადებენ.
ტურის მიზანია ისრაელში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა.
….
ჩინეთში, ქალაქ შენჭენში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ნაციონალური პავილიონი პირველად მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია და დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე იმყოფებოდნენ.
„ქართულ სტენდზე, რომელიც ქალაქ შენჭენში საერთაშორისო გამოფენაზე პირველად არის წარმოდგენილი, ექვსი ქართული კომპანია თავის პროდუქციას წარადგენს.
….
სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის სამონასტრო კომპლექსის კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე ახალჩამოსხმული ჯვარი აღიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის მიერ ჯვრის კურთხევასა და არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ მის აღმართვას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ აზნაურაშვილი და ბრინჯაოს მხატვრული ჩამომსხმელები – ოლეგ გელაშვილი და პაატა გელაშვილი.
….
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მეკლდეურთა დარბაზში პირველად ჩატარდა ცოცვის ფესტივალი.ნიქოზის მეკლდეურთა კლუბის ინფორმაციით, ფესტივალზე მონაწილეობა მიიღეს როგორც ნიქოზის თემში მცხოვრებმა ბავშვებმა, ისე თბილისისა და დაბა ბედიანის სპორტსმენებმა.
ფესტივალში მონაწილეობა 50-მდე მოზარდმა მიიღო. ღონისძიების ბოლოს კი, გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. ბავშვები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და პრიზებით.
….
ვიცი, რომ ამაზე არ გავჩერდები არც მე და არც ჩემი გუნდელები. ამის საშუალებას არც მე მივცემ ჩემს თავს და არც ჩემი გუნდელები მომცემენ – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ალბანეთთან მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.
შეგახსენებთ რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთს გიორგი ქოჩორაშვილის გოლით, ანგარიშით – 1:0 მოუგო და 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.
როგორც ქოჩორაშვილმა აღნიშნა, შემდეგი თამაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება წარმოჩენილი.
….
საქართველოსა და ისლანდიას შორის ფრენები დაიწყება. ამის შესახებ განკარგულება საქართველოს მთავრობამ უკვე გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ვკითხულობთ – „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელი მოეწეროს საქართველოს მთავრობასა და ისლანდიის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას“.
….
გზისპირა ზონებში, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გადამზიდავების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანებაშია საუბარი.
დოკუმენტის თანახმად, M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება ინსპექტირების დეპარტამენტს დაევალება. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ისეთი დარღვევების შემთხვევაში კი, როგორიცაა: სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა, ტვირთების გადაზიდვის წესების დარღვევა, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტის გამოყენების წესების არ დაცვა და ა.შ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები გატარდება.
….
დუშეთის ცენტრალური, ისტორიული უბნის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. 38 შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია-მშენებლობა მიმდინარეობს, საიდანაც 33 შენობაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია და დარჩენილი 5 შენობაც წლის ბოლომდე დასრულდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ დუშეთში მიმდინარე ურბანული განახლების პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა იქნა გაწეული“, როგორც არქიტექტორების, რესტავრატორების, მშენებლების მხრიდან, ისე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ.
….
აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტი „კარგი მასპინძელი“ დაიწყო. პროექტი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი.
„კარგი მასპინძლის“ სტატუსის მისაღებად საჭიროა მასპინძელი ფლობდეს მოწესრიგებულ საოჯახო-სასტუმრო სახლს, ქმნიდეს დასვენებისთვის საჭირო პირობებსა და კომფორტულ გარემოს.
….
ქართული მართვის მოწმობით გადადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი ხდება. შესაბამის, „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გაცვლის შესახებ“ შეთანხმებას, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი უკვე მოეწერა.
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ „ საქართველოს კანონის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ხელი მოეწეროს საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების თვითაღიარებისა და გაცვლის შესახებ შეთანხმებას“,- ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის 9 სექტემბრის განკარგულებაში.
დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები