ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო "პოზიდივის" დღის ამბები 10 სექტემბერი

რადიო “პოზიდივის” დღის ამბები 10 სექტემბერი

დღის ამბები პოზიტივზე

დღის ამბები -ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 სექტემბერს 12:00-იდან 13:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წეროვანი, მისაქციელი, ნატახტარი, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში მუხათწყაროში, მსხალდიდში, ლისზე, თხინვალაში, ორხევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

****

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, „ერთა ლიგის“ მეორე ტურში ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ტირანაში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

****

13 სექტემბერს, ორბელიანების სასახლის წინ გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ ონოფრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დაჯილდოების ცერემონიალზე ნებისმიერ მსურველს შეეძლება დასწრება.

****

სომხეთმა და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გადახედვაზე მოლაპარაკებები დაიწყეს,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა სომხეთში მიმდინარეობს დისკუსიები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერევანმა მოისმინოს ევროკავშირელი პარტნიორების დაკვირვებები და რჩევები.

****

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსს “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024”.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით დაარსდა. კონკურსი ხელს უწყობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ნორმების  ქართულ მედიაში დამკვიდრებას.

****

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი აირჩიეს. 193 ვაკანტურ ადგილზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების  არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.

****

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პენიტენციური სისტემის თითოეულ დასაქმებულს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და 21 მომსახურეს წარმატებული საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო და სიგელი გადასცა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფოს უსაფრთხოების და მართლწესრიგის საკითხში დიდი როლი აკისრია და ამ საპასუხისმგებლო მისიას უწყება წარმატებით ახორციელებს.

****

სამეგრელომ გემო ფესტს პირველად უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიული ფესტივალი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, გემო ფესტს ტურისტული პროდუქტის, გასტრო ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

****

შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის 400 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

როგორც შვედეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს რიგით მე-17 დახმარების პაკეტია.

პაკეტი, რომლის ღირებულება 4,6 მილიარდი კრონაა, აკმაყოფილებს უკრაინის „სამხედრო საჭიროებებს და ქმნის მოქმედების არეალს მომავლისთვის“.

****

საქართველოში ენერგეტიკოსის დღე აღინიშნება.

დღეს 10 სექტემბერს ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო.

პრეზენტაციისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამებზე, მათ შორის სიმძლავრის აუქციონებსა და მხარდაჭერის წესით მოსარგებლეებისთვის პირდაპირი წესით ხელშეკრულების გაფორმებაზე.

****

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

****

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია ლოზუნგით – „სოლიდარობა აფგან სადიქოვს: არა ექსტრადიციას აზერბაიჯანში!“ მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება დაკავებული ჟურნალისტის, მეუღლეც.

მისი თქმით, აფგან სადიქოვის დაკავების შემდეგ, მუქარის სამიზნე თვითონაც გახდა. ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი,  3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.

****

რუსეთის საზღვაო-სამხედრო ძალებმა დაგეგმილი სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება – „ოკეანე-2024“ დაიწყო, – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წვრთნები წყნარი და არქტიკის ოკეანეების და ხმელთაშუა, კასპიისა და ბალტიის ზღვების წყლებში ჩატარდება და 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

****

ალბანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი 11 სექტემბრის 02:00 საათამდე იმოძრავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.

****

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაენის ბაღი ხოჭოების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით შეწამლა.

რაც შეეხება მღრღნელებს, როგორც“ თბილისის მერიაში განაცხადეს, თუ მღრღნელების მომრავლება დაფიქსირდება, ახლო მომავალში სპეციალური ხაფანგები დამონტაჟდება.

****

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა, სადაც ის პარლამენტის წევრებს სთხოვს, თავი შეიკავონ 2024 წლის 4 სექტემბერს მეორე მოსმენით მიღებული მიღებული „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებისგან, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს.

მაიკლ ო’ფლაჰერტი ასევე მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, ითანამშრომლონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან.

****

ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის ნებისმიერი გადაცემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მიმართ ირანის მხარდაჭერის ესკალაცია იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მზად არის უპასუხოს ირანს „მნიშვნელოვანი შედეგებით“.

ამასთან, პატელმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმებთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

****

„ერთი კგ ხორბალი 60-65 თეთრის ფარგლებში ჩაიბარეს – ფერმერების ნაწილს არსებული ფასი არ აკმაყოფილებს,“ – როგორც “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა, ეს მსოფლიო ბაზრის ტენდენციებზეა დამოკიდებული.

მისი თქმით, წელს ხორბლის მოსავალი 200 ათას ტონას შეადგენდა, საიდანაც 40 ათასი ტონა უკვე ჩაბარებულია.

****

ნავთობისა და გაზის სექტორში 32 მილიონ დოლარამდე ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა, – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯუბო ტურაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2024 წლის მეორე კვარტალში 10 ათასი ტონა ნედლი ნავთობის რეალიზებაა მოსალოდნელი. ტურაშვილის თქმით, საშუალო შემოსავალი 15 მილიონ ლარამდე იქნება.

****

საქართველო საერთაშორისო სისტემების მეშვეობით ყაზახეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობით მეოთხე, ხოლო ყაზახეთში გზავნილებით მერვე ადგილზეა. ინფორმაციას Trend ყაზახეთის ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისში საერთაშორისო სისტემების მეშვეობით ყაზახეთიდან საქართველოში 2 700 ტრანზაქცია შესრულდა, რომლის მთლიანი ოდენობაც 5 მლრდ ტენგე, ანუ დაახლოებით, 10.4 მლნ დოლარია.

****

დღის ამბები -10 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 27 ათას ტონამდე რქაწითელი, 22,6 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რთველი სხვადასხვა აქტივობით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გარდა, კახეთის ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

****

ქვეშეთი-კობის მაგისტრალიდან, რომლის მშენებლობა ახლა მიმდინარეობს, გუდაურამდე ახალი გზა გაიჭრება.

როგორც  ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში განმარტეს, აღნიშნული მაგისტრალიდან, ერთ-ერთი გვირაბის შემდგომ, 5 კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობა იგეგმება, რომელიც გუდაურისკენ მიემართება.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri 

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ელბა – იტალიური კუნძული სუფთა წყლით, თეთრი ქვიშით და ფოტოგენური სოფლებით

ელბა – იტალიური კუნძული სუფთა წყლით, თეთრი ქვიშით და ფოტოგენური სოფლებით

15 October, 2024
პირის ღრუს ტესტით ბიოლოგიური ასაკის დადგენა შეგვეძლება – მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი გზა

პირის ღრუს ტესტით ბიოლოგიური ასაკის დადგენა შეგვეძლება – მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი გზა

ოქტომბერი 15, 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა

ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა

ოქტომბერი 15, 2024
“ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე” – რას წერს გიგა მაქარაშვილი კახეთში ავარიისას დაღუპულ გოგონაზე

“ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე” – რას წერს გიგა მაქარაშვილი კახეთში ავარიისას დაღუპულ გოგონაზე

15 ოქტომბერი 2024
აუცილებლად ნახეთ ეს 10 საოცარი, საუკეთესო ადგილი!

აუცილებლად ნახეთ ეს 10 საოცარი, საუკეთესო ადგილი!

ოქტომბერი 16, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
ეპილაცია -ვიღებთ თუ არა უსაფრთხო მომსახურებას

ეპილაცია -ვიღებთ თუ არა უსაფრთხო მომსახურებას

ოქტომბერი 15, 2024
10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

13 ოქტომბერი 2024
სადარბაზო ტაბიძის 18-ში – თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი

სადარბაზო ტაბიძის 18-ში – თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ოქტომბერი 15, 2024
ღვინის კრისტალებით დამზადებული სამკაულები

ღვინის კრისტალებით დამზადებული სამკაულები

ოქტომბერი 10, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი