პარასკევი, მარტი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„დამნაშავემ თანამზრახველს ენა ამოაგლიჯა“ - ციხიდან გაქცეული ქართველი კაცის საქმე, რომელსაც საბოლოოდ,...

„დამნაშავემ თანამზრახველს ენა ამოაგლიჯა“ – ციხიდან გაქცეული ქართველი კაცის საქმე, რომელსაც საბოლოოდ, უვადო პატიმრობა 19 წლით შეუცვალეს

ჟურნალი „თბილისელები“ ერთ-ერთი გახმაურებული კრიმინალური ისტორიის შესახებ ავრცელებს სტატიას, რომელსაც 70-იან წლებში დიდი რეზონანსი მოჰყვა: 

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია…

გაქცევა

1973 წლის 2 მაისს ნოვოჩერკასკის ციხიდან 38 წლის ქართველი რეციდივისტი ანზორ გერონტის ძე კაკაბაძე გაიქცა. მას როსტოვში ჩადენილი დანაშაულისთვის დახვრეტა ჰქონდა მისჯილი და განაჩენის აღსრულებას ელოდა. როსტოვის მახლობლად მდებარე ნოვოჩერკასკის ციხე „დასახვრეტი საპყრობილე“ იყო და მის სარდაფებში ერთადგილიანი საკნები იყო განთავსებული. ამ ციხის თავისებურება ის იყო, რომ ზედამხედველთა 80 პროცენტს ქალები შეადგენდნენ. კაკაბაძესთან ერთად გაუჩინარდა ციხის ზედამხედველი გოგონა, 21 წლის გალინა მაქსიმენკო. ის ქალაქ როსტოვის მკვიდრი იყო და ამ დაწესებულებაში ერთი წლის წინ დაიწყო მუშაობა. როგორც დადგინდა, კაკაბაძე სწორედ მაქსიმენკომ გაიყვანა ციხიდან. დასახვრეტ პატიმარს მან მამაკაცი ზედამხედველის ფორმა გადააცვა და ამგვარად გაატარა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე. გაქცევა ღამის 3-4 საათს შორის მოხდა, იმ პერიოდში, როდესაც ციხის თანამშრომელთა ყურადღება ყველაზე მეტადაა მოდუნებული. გაქცეულები კი მხოლოდ დილის 9 საათზე მოიკითხეს და წყვილს მიმალვისთვის 5-6 საათი ჰქონდა.

ინკასატორების ძარცვა

ანზორ კაკაბაძეს წინა ორი პატიმრობა, 2 და 5 წელიწადი, შესაბამისად, ხულიგნობისა და ქურდობისთვის ჰქონდა მოხდილი. დახვრეტა კი მას ინკასატორებზე ყაჩაღური თავდასხმისა და ძარცვისთვის მიუსაჯეს. გაქცევამდე 6 თვით ადრე, კაკაბაძე და მისი 3 თანამზრახველი როსტოვის ერთ-ერთი ქარხნის ინკასაციას დაესხნენ თავს. ბოროტმოქმედები ქარხნის შესასვლელთან ჩაუსაფრდნენ „ვილისის“ მარკის მანქანაში მსხდომ მოლარეს, მძღოლსა და ორ „ნაგანის“ სისტემის რევოლვერებით შეიარაღებულ ინკასატორს. როდესაც მანქანა ქარხნის უზარმაზარ კართან შეჩერდა და კარის გაღებას ელოდებოდნენ, შეიარაღებულებმა მათ ავტომატები და „მაკაროვის“ სისტემის რევოლვერი მიუშვირეს და ფული მოსთხოვეს. მეოთხე თანამზრახველი კი ფურგონიან „მოსკვიჩში“, მათ მანქანაში, საჭესთან მჯდომი ელოდებოდა, რომ შემთხვევის ადგილიდან სწრაფად მიმალულიყვნენ. ინკასატორებს 3 ცალი ფულით გატენილი ჩანთა ჰქონდათ. მათი შიგთავსი კი 225 ათასი საბჭოთა მანეთი იყო. მძარცველებმა ჩანთები მალევე აიღეს და „მოსკვიჩისკენ“ გაიქცნენ, მაგრამ ერთ-ერთმა ინკასატორმა მანქანიდან ცეცხლი გახსნა და ვარლამ პოტაპოვს კეფაში მოარტყა. პოტაპოვი ადგილზევე გარდაიცვალა. ამის საპასუხოდ, მეორე მძარცველმა – სიმონ ჟოლტიკმა, ავტომატიდან ჩაცხრილა ავტომობილში მსხდომნი. სამი ადამიანი იქვე დაიღუპა, მოლარე ქალი კი მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. ჟოლტიკმა და კაკაბაძემ მოკლული მეგობარი და ფული „მოსკვიჩის“ საბარგულში მოათავსეს, თავადაც ჩასხდნენ და გაიქცნენ. 3 დღის მერე კი როსტოვის მილიციის ოპერატიულმა ჯგუფმა ალყა შემოარტყა იმ კერძო სახლს, სადაც კაკაბაძე და ჟოლტიკი იმალებოდნენ. მძღოლი კი მათთან ერთად არ იმყოფებოდა და ფულიც მას ჰქონდა. ურთიერთსროლისას ჟოლტიკი დაიღუპა. კაკაბაძე მარჯვენა მხარში დაიჭრა და ის დააპატიმრეს. მძღოლმა აივაზ პოღოსოვმა კი ფულთან ერთად მიმალვა მოახერხა. როგორც გაირკვა, ჟოლტიკი და კაკაბაძე სწორედ მან დააბეზღა იმ იმედით, რომ ორივეს დაიჭერდნენ ან მოკლავდნენ და თვითონ ფულს დაისაკუთრებდა და გაიქცეოდა. პოღოსოვმა ანონიმურად დარეკა მილიციაში. დაპატიმრებულ კაკაბაძეს მკვლელობა არ ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ საქმე უნდა გაეხსნათ და სამივე მას დააბრალეს, დახვრეტაც ამიტომ მიუსაჯეს. თუმცა, ვერც ფულს მიაგნეს და ვერც პოღოსოვს, რომლის ვინაობაც მათ არ იცოდნენ. კაკაბაძემ კი ის არ გათქვა და მძღოლად სულ სხვა პიროვნება, მოგონილი ქართველის გვარი დაუსახელა.

მორიგი განაჩენი

ნოვოჩერკასკის ციხიდან გაქცევის შემდეგ მილიციამ მთელი როსტოვის ოლქი ფეხზე დააყენა და გაქცეული წყვილს ინტენსიურად ეძებდნენ. ამასობაში ანზორ კაკაბაძე და გალინა მაქსიმენკო როსტოვის კომპაქტურად სომხებით დასახლებულ უბანს ეწვივნენ, სადაც აივაზ პოღოსოვი იმალებოდა და ფულიც თან ჰქონდა. კაკაბაძემ მაბეზღარას ენა ამოგლიჯა, ნაძარცვი 225 ათასი მანეთი წაიღო და გოგონასთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით მიიმალა. პოღოსოვი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გამოცხადდა, სადაც მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. შემდეგ მილიციაში მივიდა და რადგან ლაპარაკი აღარ შეეძლო, დაწვრილებითი ჩვენება დაწერა. თან დაამატა, რომ ინკასატორების მკვლელი ჟოლტიკი იყო და არა კაკაბაძე. აივაზ პოღოსოვი 8 წლით ჩასვეს ციხეში. კაკაბაძე და მისი თანხმლები მაქსიმენკო კი მხოლოდ 2 წლის შემდეგ დააპატიმრეს იალტაში. ორივე გაასამართლეს და ახალი განაჩენით კაკაბაძეს 19 წელი მიუსაჯეს, დახვრეტა კი გაუუქმეს. მაქსიმენკომ კი 10-წლიანი პატიმრობა მიიღო.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

20 March, 2025
“თუ ლიმფური კვანძი თვეზე მეტხანსაა გადიდებული, გამაგრებულია და არ მოძრაობს, ცხელება და წონაში კლება ერთვის, საშიშია” – რა იწვევს ლიმფური კვანძების გადიდებას?

“თუ ლიმფური კვანძი თვეზე მეტხანსაა გადიდებული, გამაგრებულია და არ მოძრაობს, ცხელება და წონაში კლება ერთვის, საშიშია” – რა იწვევს ლიმფური კვანძების გადიდებას?

მარტი 21, 2025
ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

მარტი 21, 2025
გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

მარტი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

მარტი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი

როგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი

მარტი 20, 2025
თავის მოვლის რუტინა, თუ 30+ ხართ

თავის მოვლის რუტინა, თუ 30+ ხართ

მარტი 21, 2025
სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სისტემა: ინოვაცია და ეფექტურობა

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სისტემა: ინოვაცია და ეფექტურობა

21 მარტი 2025
წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება

წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება

მარტი 21, 2025
როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე

მარტი 20, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი