დაგვიანების ფაქტი ნამდვილად გვქონდა. ერთმა აბიტურიენტმა დააგვიანა პირველ სესიაზე და ასევე ერთმა დაიგვიანა მეორეზე, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა „დღის ქრონიკაში“.
„საქართველოს მასშტაბით ეროვნული გამოცდების პირველ სესიაზე დარეგისტრირებულებიდან 93%-ზე მეტი გამოცხადდა. მეორე სესიაზე – 94%-ზე მეტი. დაგვიანების ფაქტი ნამდვილად გვქონდა. ერთმა აბიტურიენტმა დააგვიანა პირველ სესიაზე და ასევე ერთმა დაიგვიანა მეორეზე. მიუხედავად ჩვენი დიდი გაფრთხილებისა. პირველ სესიაზე რეგისტრაცია იწყება 08:00 საათზე, ხოლო მეორეზე 14:00 საათზე. ჩემი თხოვნაა, რომ არ დაიგვიანონ და ზუსტად ამ დროს გამოცხადდნენ, რადგან დაგვიანებული, როგორც ახლა და წინა წლებშიც ასე იყო, არ დაიშვება გამოცდაზე“, – აღნიშნა წერეთელმა.
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi