შაბათი, თებერვალი 8, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიგურიაში კალანდა დგება - ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

გურიაში კალანდა დგება – ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

ახალ წელს საქართველოს ყველა კუთხეში ზეიმობენ, თუმცა გურიაში ეს დღესასწაული განსაკუთრებულია. კალანდა გურულების ტრადიცია და საზეიმო რიტუალია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.

კალანდობა ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს, თუმცა, გურულები მას ძველით ახალ წელს, 14 იანვარს აღნიშნავენ.

კალანდას გურიაში ღვეზელით, გოზინაყით, საკალანდოდ დაკლული ღორით, მარანში შავი ღვინით და კრიმანჭულით ეგებებიან, ახალი წლის დახვერდას გურულები კერიაზე ცეცხლის დანთებით იწყებდნენ.

კალანდობის მთავარი ატრიბუტი მაინც ჩიჩილაკია.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ჩიჩილაკი გურულ სოფელ ბასილეთში დამზადდა. გადმოცემის მიხედვით,

კალანდობის მზის სხივები ჩიჩილაკის ბურბუშელაა. სიმბოლურად წმინდა ბასილის წვერებადაა მიჩნეული. თავად ჩიჩილაკი მზეა. ჩიჩილაკს ჯვრით ამკობდნენ, ხოლო სუროს ძირში უფენდნენ. გურულებმა იცოდნენ, რომ სურო ოლიმპოს ერთმა ღმერთმა დიონისეს გადააფარა, რათა მტრების ცეცხლში არ დამწვარიყო. ჩიჩილაკზე შემოხვეული სურო სინედლესა და სიცოცხლეს უბედებდა ოჯახს, რომლითაც „მფერხავს“ ანუ მეკვლეს კეთილი გულით გამორჩეულ კაცს ბარაქა შეჰქონდა.

გურიაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, საახალწლო რიტუალში სამი რამ აუცილებელი იყო: სიცოცხლის ხე, ღორის თავი და ბასილა _ წარმართობის დროინდელი ნაყოფიერების სიმბოლო , ქრისტიანობაში _ წმინდა ბასილი.

ღორის თავი _ ღორი წმინდა ცხოველად იყო აღიარებული და მისი ჭამა აკრძალული იყო, გადმოცემით მხოლოდ ერთხელ, ახალი წლის სუფრის დასამშვენებლად გაიმეტებდნენ, ამასთან, როგორც წმინდა ცხოველს, ღმერთებს და ღვთაებებს სწირავდნენ ზამთრის პერიოდში, რაც შობა-ახალ წელიწადს ემთხვეოდა.

წმინდა ბასილს ოჯახის უფროსი მამაკაცი შესთხოვდა დამდეგი ახალი წელი მისთვის და მისი ოჯახისთვის ყოფილიყო ბედნიერი, ყველასთვის მოეტანა ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, ყველა საქმეში წარმატება და სიმდიდრე. სახლში შესვლისას კი იტყოდა: “შემოდგი ფეხი, გილოცავთ, გწყალობდეთ წმინდა ბასილი, იმისი მადლით იყავით პურით და ღვინით ავსილი.

ახალუხში, გალიფე შარვალში და ყაბალახში გამოწყობილი „მაინძელი“ სტუმრებს მარანთან მიუძღვებოდა ხის გობით. გობზე ეწყო: მოხარშული ღორის თავი; ნანადირევი ჩიტები(შემწვარი); თიხის ქოთნით ღომის მარცვალი და შიგ ჩადებული კვერცხი; ღვეზელი; თიხის დოქით “ადესა” ღვინო; ‘ხეჭეჭური~მსხალი; ზამთრის ვაშლი; ჩირები; ‘ჯანჯუხა~(ჩურჩხელა); გობზე დგას ჩიჩილაკი მორთული კურკანტელით, სუროთი და თავზე ვაშლით.

გურულები კალანდობის ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ და ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულად მიიჩნევენ.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
ძილის ერგონომიკა – როგორ მოქმედებს სწორი ბალიში და ძილის პოზა თქვენს ჯანმრთელობაზე

ძილის ერგონომიკა – როგორ მოქმედებს სწორი ბალიში და ძილის პოზა თქვენს ჯანმრთელობაზე

თებერვალი 8, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მივირთვათ თუ არა არასეზონური სათბურის ბოსტნეული?

მივირთვათ თუ არა არასეზონური სათბურის ბოსტნეული?

თებერვალი 8, 2025
რენე ზელვეგერი შესანიშნავ ფორმაშია – მსახიობის ტრანსფორმაცია

რენე ზელვეგერი შესანიშნავ ფორმაშია – მსახიობის ტრანსფორმაცია

თებერვალი 8, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილურობას ინარჩუნებს – S&P Global Ratings-ის შეფასება

საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილურობას ინარჩუნებს – S&P Global Ratings-ის შეფასება

თებერვალი 8, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი