პარასკევი, მაისი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიობრიტანელ მოზარდს, რომელმაც სამი გოგონა მოკლა, 52 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ბრიტანელ მოზარდს, რომელმაც სამი გოგონა მოკლა, 52 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ბრიტანელ მოზარდს, რომელმაც საცეკვაო ღონისძიებაზე სამი გოგონა მოკლა, 52 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

18 წლის აქსელ რუდაკუბანამ აღიარა, რომ გასული წლის ივლისში, ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქ საუთპორტში, გოგოები მოკვლა და კიდევ 10 ადამიანს დანით ჭრილობები მიაყენა.

ინგლისის კანონმდებლობამ ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯა არ დაუშვა, რადგან აქსელ რუდაკუბანა თავდასხმის დროს არასრულწლოვანი იყო. თუმცა, მოსამართლის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ოდესმე გაათავისუფლონ.

ცნობისთვის, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილმა დანაშაულმა მთელი ბრიტანეთი მოიცვა და ქვეყნის მასშტაბით რამდენიმედღიანი დაპირისპირება გამოიწვია. მათ შორის, დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციას შორისაც მოხდა, რომლებიც წესრიგის აღდგენას ცდილობდნენ.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ძროხის ფორმაში გამოწყობილმა ამერიკელმა მაღაზიიდან 98 ლიტრი რძე მოიპარა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი