ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაბოლო ცნობები რომში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილიდან

ბოლო ცნობები რომში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილიდან

იტალიის დედაქალაქ რომში ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავებულია 29 ადამიანი. ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ.

აფეთქების დროს დაზიანდა ახლომდებარე შენობები და ათობით ავტომობილი. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება ბენზინ მზიდიდან ავზების საწვავით ავსების დროს მოხდა, ასევე ვრცელდება ვერსია, რომ საწვავის მილებს ავტომობილი დაეჯახა.

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი უკვე ესაუბრა რომის მერს და დახმარებას დაჰპირდა. ს

პეციალური განცხადება გაავრცელა რომის პაპმა, ლეო XIV. „ჩემი ეპარქიის შუაგულში, პრენესტინო ლაბიკანოს რაიონში დღეს დილით ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ ადამიანებზე ვლოცულობ. შეშფოთებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას“, – აღნიშნულია რომის პაპის განცხადებაში.

მომხდარის მიზეზების დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება .

  ფრედი მერკურის სახლი 35 მილიონ ევროდ იყიდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი