სამშაბათი, მარტი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"ბავშვობიდან ბუშტივით მრგვალი იყო და ამიტომაც შევარქვით ბუტა"

“ბავშვობიდან ბუშტივით მრგვალი იყო და ამიტომაც შევარქვით ბუტა”

ინტერვიუ არქივიდან – 27 დეკემბერი 2018 წელი

“სულ მქონდა შეგრძნება, აი, ახლა დამიძახებს, დედა, ამომიყვანეო. ბუტას სულ დავეძებდი, სასაფლაოზე მიწას დავჩერებოდი და კინაღამ მართლა ჩემი ხელით ამოვიყვანე”

მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ გამოტანილ განაჩენს შეიძლება წლის განაჩენი ეწოდოს… 18 დეკემბერს, ექვსწლიანი ძიების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამთავრა ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შსს-ს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი – ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი დამნაშავედ ცნო. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბრის ღამით წერეთლის პროსპექტზე პატრულ გრიგოლ ბაშალეიშვილის ტყვიამ იმსხვერპლა.

ია მეტრეველი, ბუტა რობაქიძის დედა: – ბუტა ახლა 33 წლის, დიდი ბიჭი იქნებოდა… 24 აგვისტოს დაიბადა. დედაჩემს ხელი მოაწერინეს – არ ვიცით, დედა-შვილი გადარჩება თუ არაო, თუმცა ჯანმრთელი და ულამაზესი ბიჭი დაიბადა. ექიმები ხუმრობდნენ, რობერ ოსეინი დაიბადაო… ბუტა ყველას ძალიან უყვარდა. მერე უნივერსიტეტში, აუდიტორიაში მთელი წელი ყვავილები ეწყოთ… მეხუთე კლასიდან მე და ბუტა მარტო ვიყავით… ზედმეტს ვერაფერს აკადრებდი, მაგრამ ჩემ მიმართაც მოწიწებული იყო. სპორტზე დადიოდა, სიცოცხლეს ეტრფოდა. ბოლო დღეებში ძალიან დაღონებული იყო, მაგრამ ლაპარაკი არ უყვარდა. მეზობლებიც მეკითხებოდნენ, ასეთი სერიოზული რატომ არისო… არაფერს ვაკლებდი, არ მინდოდა დამჩაგროდა, ვცდილობდი, ცუდი წრისა და სიტუაციებისთვის ამერიდებინა. სკოლის პერიოდი მშვიდად გავიარეთ. ბუტა დედაჩემმა შეარქვა – ბავშვობიდან ბუშტივით მრგვალი იყო და ამიტომაც შევარქვით ბუტა. არავინ ეძახდა ნამდვილ სახელს…

23 ნოემბერს მთელი დღე შინ იყო. ძალიან ცუდი ამინდი იყო. ბუტას კბილი სტკიოდა და გამაყუჩებლები დალია. არანაირი წინათგრძნობა არ მქონია. წინა დღეებში ცუდ ხასიათზე ვიყავი, სულ მეტირებოდა და ვერაფრით ვხსნიდი. ბუტამაც მკითხა, რა გატირებს, რა მოგივიდაო. იმ საღამოს ბევრმა დაურეკა, გიორგობაა, სადმე დავსხდეთო, მაგრამ ყველას უარი უთხრა, კბილი მტკივაო. გაზეთი ამოიტანა და ბუტა და დედა კროსვორდებს ავსებდნენ. მერე დაურეკეს. ვიღაც ირაკლი ახსენა. თურმე ჯგუფელი ყოფილა. წამებში ჩაიცვა. ელდა მეცა, ამისთანა ამინდში სად მიდიხარ-მეთქი. არ ინერვიულო, არ იცნობ, ამხანაგია და მალე მოვალო. დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი. მათთან ერთად ირაკლი მიქაბერიძე და ირაკლი ბართაია იყვნენ, სხვებს ბუტა არ იცნობდა. ის მაგიჟებს, თან ტელეფონი რომ არ ჰქონდა. ერთი კვირის წინ დაკარგა. დაგვიანება არ სჩვეოდა, არც დალევა უყვარდა. გახდა 1-ლი საათი, ვრეკავ… არავისთანაა… ამ ლოდინში გათენდა. დილით ბიჭებმა დაიწყეს ძებნა. 9 საათი იქნებოდა, ორი ნიღბიანი დაგვადგა თავზე – ტყვიების ჩადება უნდოდათ, ანუ რაც მკვლელობის ადგილზე გააკეთეს, იმის სახლში გაგრძელება ეწადათ. დავდევდით, რამე არ ჩაედოთ. მერე გაიგეს, ვისი შვილი იყო და შეწყვიტეს წრიალი. რომ გადიოდნენ, ვკითხე, ცოცხალია-მეთქი? კი, ექვსმა ბიჭმა პატრულს წინააღმდეგობა გაუწია და ერთია დაჭრილიო. მათი წასვლის შემდეგ სოსოს ნათესავს პროკურატურიდან დაურეკეს, ბუტა დაჭრილია და არამიანცშიაო. ამას რომ მოვკარი ყური, აღარ მახსოვს, როგორ ჩავირბინე კიბე, მაგრამ ცუდს მაინც არ ვფიქრობდი, შვილს დავეძებდი საავადმყოფოში…

როცა გავიგე, მორგშიაო, ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა. მერე ჩურჩული მესმოდა, ბუტას რა უნდოდა იმ ბანდიტებთანო, თუმცა მე შვილი აღარ მყავდა, მეხი დამეცა და აღარაფერი მაინტერესებდა… სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

რა იწვევს თავის ტვინის ანევრიზმას – კვლევა

მარტი 17, 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მარტი 17, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

მარტი 17, 2025
როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

მარტი 17, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

მარტი 17, 2025
Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

მარტი 17, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი