პედაგოგიური საქმიანობა როგორც სკოლაში განათლების მიცემას გულისხმობს, ასევე გულისხმობს უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვასაც, შესაბამისად პედაგოგებს არა მხოლოდ სხვა სკოლაში პედაგოგიური საქმიანობა შეუძლიათ, არამედ შეუძლიათ საჯარო მოხელეებიც იყვნენ, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას.
მისივე განმარტებით, პედაგოგი უშუალო უფროსისგან აიღებს თანხმობას და მარტივად ჩაატარებს ორ სკოლაში გაკვეთილებს. გორდულაძის თქმით, პედაგოგიური საქმიანობის უფლება აქვთ საჯარო მოხელეებსაც.
„იმედის კვირასთან“ ინტერვიუში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტება გააკეთა რეპეტიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებული ცრუ ინფორმაციების თაობაზეც.
„რეპეტიტორული საქმიანობა არ არის რეგულირებული საქმე და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სკოლის ნებისმიერ მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა, სკოლასთან შეუთანხმებლად თავისი ცოდნა გადასცეს ბავშვებს“, – განმარტავს გორდულაძე.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). არჩილ გორდულაძე: პედაგოგებს არა მხოლოდ სხვა სკოლაში პედაგოგიური საქმიანობა შეუძლიათ, არამედ შეუძლიათ საჯარო მოხელეებიც იყვნენ. 17 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/არჩილ-გორდულაძე-პედაგოგ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ფინანსები / ბანკი / დაზღვევა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-23T06:46:02+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
