სამშაბათი, იანვარი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსს„ამბობენ, ადრე იმ ბიჭმა დაჭრა, ვინც წუხელ მოკლესო… მოკლულს ჯავშანჟილეტი ეცვა. როგორც ჩანს,...

„ამბობენ, ადრე იმ ბიჭმა დაჭრა, ვინც წუხელ მოკლესო… მოკლულს ჯავშანჟილეტი ეცვა. როგორც ჩანს, ელოდებოდა ეს საფრთხეს“ – თბილისში 27 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, ე.წ. მალაკნების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაიასა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულია 27 წლის მამაკაცი. ასევე, დაჭრილია მისი თანმხლები პირი, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც თვითმხილველები „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჰყვებიან, შემთხვევა წუხელ, დაახლოებით, 20:00-21:00 საათზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, შავი ფერის მანქანა მოძრაობის წესების დარღვევით გზის მეორე მხარეს გადავიდა და ახალგაზრდა ბიჭს გამიზნულად დაეჯახა.

„გიჟივით შემოიჭრა წრეზე, ისეთი ხმა იყო, მაშინვე გავიხედე. მანქანა ბიჭს დაეჯახა, რის შემდეგაც წაიქცა. ვინც დაეჯახა, ის მანქანიდან გადავიდა, ცემა დაუწყეს ერთმანეთს, შემდეგ სროლის ხმა გავიგე. სავარაუდოდ, 2 იარაღიდან მოხდა გასროლა, რადგან სხვადასხვანაირი ხმა იყო, დაახლოებით, 4-5-ჯერ ისროლეს.

ვინც დაეჯახა, ის მანქანაში მარტო იყო თუ არა, არ მახსოვს.

ეს ბიჭი სასწრაფოს მოსვლიდან 10-15 წუთში გარდაიცვალა.

აქ ამბობდნენ, მოკლულს ჯავშანჟილეტი ეცვა, სასწრაფო რომ მოვიდა ჟილეტს ხდიდნენო… როგორც ჩანს, ელოდებოდა ეს საფრთხეს. სავარაუდო მკვლელი, წარსულში ნასამართლევი ყოფილა. ამბობენ, ადრე იმ ბიჭმა დაჭრა, ვინც წუხელ მოკლესო. სიმართლეა, თუ არა, არ ვიცი.

აქ მაცხოვრებლები ამბობდნენ, მთელი დღის მანძილზე უთვალთვალებდაო. ალბათ, შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინა, თორემ ამდენი კამერის და ამდენი ადამიანის თვალწინ არ გააკეთებდა“, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
პენიში – ლისაბონის სანაპირო ზოლთან მდებარე სანაპირო ქალაქი

პენიში – ლისაბონის სანაპირო ზოლთან მდებარე სანაპირო ქალაქი

13 January, 2025
რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

იანვარი 13, 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
როდის უნდა ავიღოთ საახალწლო ნაძვის ხე

როდის უნდა ავიღოთ საახალწლო ნაძვის ხე

იანვარი 13, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

იანვარი 13, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რატომ არის აუცილებელი ცხელი წვნიანის მირთმევა

რატომ არის აუცილებელი ცხელი წვნიანის მირთმევა

იანვარი 13, 2025
შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

იანვარი 13, 2025
ახალი წელი ევროპასა და აზიას შორის

ახალი წელი ევროპასა და აზიას შორის

13 იანვარი 2025
2024 წლის 11 თვეში, თბილისში $2,8 მილიარდის ბინები გაიყიდა – Galt&Taggart-ის ანალიზი

2024 წლის 11 თვეში, თბილისში $2,8 მილიარდის ბინები გაიყიდა – Galt&Taggart-ის ანალიზი

იანვარი 13, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი