კვირა, მარტი 15, 2026
მთავარისამინისტრო„სავალდებულო მკურნალობა დეტოქსიკაციასა და რეაბილიტაციას მოიცავს“ - მიხეილ სარჯველაძე

„სავალდებულო მკურნალობა დეტოქსიკაციასა და რეაბილიტაციას მოიცავს“ – მიხეილ სარჯველაძე

“სავალდებულო მკურნალობა შედგება რამდენიმე კომპონენტისგან”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გადაცემა “დებატებში” აცხადებს.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, სავალდებულო მკურნალობა რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს აერთიანებს, მათ შორის პირველ ეტაპზე დეტოქსიკაციას, რაც ფიზიკური დამოკიდებულებისა და ადიქციის შემცირებას ემსახურება. მისი თქმით, ეს მხოლოდ საწყისი ფაზაა, რომელსაც ქვეყანაში უკვე მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს დაგროვილი. მინისტრი ხაზს უსვამს, რომ მკურნალობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციაა, რადგან ადიქციის მოხსნა და პირის სრულფასოვანი აღდგენა სწორედ ამ ეტაპზეა კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

“სავალდებულო მკურნალობა – მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სავალდებულო მკურნალობა ნიშნავს სწორედ იმას, რომ ეს შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს დეტოქსიკაციას, რომელიც მნიშვნელოვანი ნაწილია, აი მართლა მოლეკულებთან ბრძოლა, ეს არის რეალურად მოლეკულა იმიტომ, რომ ადამიანს არ ჰქონდეს ფიზიკური მოთხოვნილება, მიბმა და ადიქცია და ა.შ. ან სულ მცირე, ეს იყოს მაკლები დროის განმავლობაში. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ეს პირველი ფაზაა, რომელიც მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით დაგროვილი არის ქვეყანაში.

მეორე არის ფსიქოლოგიური და სოციალური – ის, რასაც რეაბილიტაციას ვეძახით. ეს არის დიდი მკურნალობის შემადგენელი, უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ადიქციის მოხსნა, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
   თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა 
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights