შაბათი, იანვარი 24, 2026
მთავარიშენი ექიმირამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის კბილის დაბჟენა ან ამოღება ნარკოზის გამოყენებით

რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის კბილის დაბჟენა ან ამოღება ნარკოზის გამოყენებით

რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის კბილის დაბჟენა ან ამოღება ნარკოზით – თემაზე სტომატოლოგი თამარ ორდენიძე გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს:

„დღევანდელ რეალობაში ძირითადი ნაკადი ექიმ-სტომატოლოგს ამ პრობლემით მიმართავს. შესაძლოა, ბავშვს, რომელიც 2,5 წლისაა და ექიმთან მიდის, დემინერალიზაციიდან გამომდინარე ყველა კბილი დაშლილი ჰქონდეს. საქმე გვაქვს ტკივილთან, რომელსაც ბავშვი ვერ ახსნის. მისთვის წყლის დალევაც დისკომფორტია, არა თუ საკვების მიღება. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ეტიოლოგიური ფაქტორი უნდა გავარკვიოთ. თუ გამომწვევ ფაქტორს არ გამოვიკვლევთ, პროფილაქტიკური ღონისძიება, რომ ბავშვს კბილი გავუკეთოთ, შედეგს არ მოგვცემს. დემინერალიზაცია უფრო გავრცელდება და მუდმივი კბილებიც ასე დაიშლება. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი კვლევა უნდა ჩატარდეს, რა იწვევს კბილის დაშლას. მხოლოდ კალციუმი და ფტორი არ გახლავთ ის მიკროელემენტები, რომელთა ნაკლებობამაც შეიძლება, კბილების დაშლა გამოიწვიოს.

კითხვაზე თუ რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის კბილის დაბჟენა ან ამოღება ნარკოზის გამოყენებით, აზრი ორად იყოფა. მშობელს ურჩევნია, რომ აღიქვას, თუ რა უკეთდება მის შვილს. ბავშვიც მზად იყოს, თუ რა მანიპულაციებთან აქვს საქმე და ამ რეალობას თავი არ აარიდოს. ჩვენ ბავშვთა ასაკში 20 კბილი გვაქვს, შემდეგ – 32 კბილი. ალბათ, წარმოგიდგენიათ, რამდენ ნარკოზს მოიცავს თითო კბილის მკურნალობა. მაგრამ, არსებობს ისეთი უმართავი სიტუაციები, ან ისეთი მასშტაბის დაზიანებები, სადაც უბრალოდ სტომატოლოგია უძლურია. შესაძლოა, სპეციალისტმა 2,5 წლის ბავშვი ვერ გააჩეროს და ყველა კბილი ვერ მოუწესრიგოს. ამიტომ, უნდა ავწონ-დავწონოთ. რა თქმა უნდა, სწორი მიდგომით, ჯობს, ყველა მანიპულაცია ბავშვის ფსიქიკისთვის და მშობლის მზაობისთვის შესაბამისად გაკეთდეს. აღსანიშნავია, რომ როდესაც ანესთეზია კეთდება, ადამიანი სრულიად ჯანსაღი და ჯანმრთელი უნდა იყოს. კბილი კი ისე სწრაფად გვტკივდება, ამის გარკვევას ვერ ვასწრებთ”.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  პროდუქტში აღმოჩენილია სალმონელა! - რა კავშირი აქვს ამას საკვებ დანამატებთან?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights