შაბათი, აპრილი 11, 2026
მთავარისამინისტრომინისტრი პირადად გაეცნო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას, ინფრასტრუქტურას და სამედიცინო პერსონალისგან საჭიროებების შესახებ...

მინისტრი პირადად გაეცნო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას, ინფრასტრუქტურას და სამედიცინო პერსონალისგან საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი თბილისში, წყნეთის, თამარაშვილისა და კალაუბნის ქუჩაზე მდებარე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით მინისტრი პირადად გაეცნო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას, ინფრასტრუქტურას და სამედიცინო პერსონალისგან საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ბესიკ კუსიდმა ექიმებს დევნილი ბენეფიციარების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

შეხვედრებს აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია ესწრებოდა.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას? - კუჭის შეკრულობა ბავშვებსა და მოზარდებში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights