შაბათი, აპრილი 11, 2026
მთავარიშენი ექიმირისი თქმა შეუძლია დნმ-ის ტესტს ბავშვის შესახებ - ახალშობილებს დნმ-ის ტესტს ჩაუტარებს

რისი თქმა შეუძლია დნმ-ის ტესტს ბავშვის შესახებ – ახალშობილებს დნმ-ის ტესტს ჩაუტარებს

მომდევნო 10 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი ახალშობილებს დნმ-ის ტესტს ჩაუტარებს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ამ ინიციატივის მიზანი  სიცოცხლისთვის საშიში/ქრონიკული გენეტიკური დაავადებების დროული დიაგნოსტირებაა. გეგმის განსახორციელებლად მთავრობის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი 650 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. 

ახალშობილებს დნმ-ის ტესტი მშობლების თანხმობის შემდეგ, სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ.

რისი თქმა შეუძლია დნმ-ის ტესტს ბავშვის შესახებ:

– დნმ-ს მაკრომოლეკულა ორგანიზმის განვითარების გენეტიკური პროგრამების შენახვას, გადაცემასა და რეალიზაციას  უზრუნველყოფს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ჩვენი „აწყობის“ ინსტრუქცია. დნმ-ს გაშიფვრით სპეციალისტს ადამიანზე ბევრი რამის თქმა შეუძლია, მაშინაც კი, თუ ის ჯერ არ დაბადებულა.

დნმ-ის ტესტით ისეთი დაავადებების წინასწარ გამოვლენაა შესაძლებელი, რომლებიც  დაბადებისთანავე არ იჩენს თავს – არსებობს 7 ათასზე მეტი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელთა დადასტურება მხოლოდ დნმ-ის ანალიზით შეიძლება. ასეთი დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენით გართულებების თავიდან აცილება და დროული მკურნალობის დანიშვნაა შესაძლებელი. ამ მონაცემების საფუძველზე შეიძლება შემუშავდეს კვების რეჟიმისა და ცხოვრების წესის რეკომენდაცია.

– დნმ-ის ანალიზის გამოყენების კიდევ ერთი სფერო – მამობის დადგენაა. თუმცა, ამ ტესტით ნებისმიერი ნათესაური კავშირის განსაზღვრაა შესაძლებელი.

– დნმ-ს ანალიზი ზედმიწევნით ზუსტია, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მისი სანდოობის ხარისხი დამოკიდებულია კვლევის ტიპზე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  2023 წელს სასწრაფომ პირველადი სამედიცინო დახმარება 1.1 მილიონ ადამიანს გაუწია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights