შაბათი, ივნისი 14, 2025
მთავარიშენი ექიმი"ეს ერთ-ერთი უძლიერესი შხამია, მისი ლეტალობა ძალიან მაღალია - აუცილებლად ყველამ უნდა...

“ეს ერთ-ერთი უძლიერესი შხამია, მისი ლეტალობა ძალიან მაღალია – აუცილებლად ყველამ უნდა იცოდეს“ – ხაშურში, 9 წლის ბავშვი სავარაუდოდ, საკვების ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა

ხაშურში მომხდარმა 9 წლის ლუკა ბარბაქაძის ტრაგიკულმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. სავარაუდოდ, საკვების ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. დედის მძიმე მდგომარეობაშია, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი,

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილია დედა უგონო მდგომარეობაშია. ლუგარის ლაბორატორიიდან პირველადი პასუხით ბოტულიზმი გამოირიცხა. დედის კუჭის შიგთავსიდან ამოღებულ მასაში პირველადი კვლევით სალმონელა ამოითესა. კვლევები გრძელდება.

ბოტულიზმის საფრთხე და საშიში საკვები: რას უნდა მოერიდოს მომხმარებელი კონსერვირების სეზონზე?

სახლში მომზადებული საკვების პოპულარობა ზამთრის მოახლოებასთან ერთად იზრდება. თუმცა ბევრი ოჯახი არ ითვალისწინებს, რომ ცივი სეზონისთვის მომარაგებული კონსერვები შესაძლოა, სიცოცხლისთვის სახიფათო რისკს შეიცავდეს. ბოტულიზმი და სალმონელოზი — ეს ორი დაავადება, რომლებიც ხშირად სახლში დამზადებული საკვებით გადაეცემა, სრულიად განსხვავებული ფორმით აზიანებს ორგანიზმს.

ბოტულიზმი – შხამით გამოწვეული ინფექცია

ბოტულიზმი არ არის ბაქტერიული ინფექცია კლასიკური გაგებით. ეს ტოქსიკოზია, ანუ მოწამვლა ძლიერ შხამზე რეაქციის შედეგად. პრობლემა ის არის, რომ საკვები უკვე შეიცავს ტოქსინს, ბაქტერიის მიერ გამოყოფილ ეგზოტოქსინს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ნივთიერებაა ბუნებაში.

ბოტულინის ტოქსინი იმდენად ძლიერია, რომ მცირე დოზაც კი საკმარისია უმძიმესი კლინიკური სურათის განვითარებისთვის. მკურნალობა თითქმის არ არსებობს — ერთადერთი გამოსავალია სპეციალური შრატი, რომელიც მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ დროულად ჩაერევიან სპეციალიზებული კლინიკიდან.

რატომ ვერ კლავს თერმული დამუშავება ბოტულიზმის გამომწვევს?

სხვადასხვა ტიპის ბოტულინის ბაქტერია არსებობს (მთლიანობაში — 5 ფორმა), რომელთა ნაწილი მაღალ ტემპერატურაზეც არ იშლება. მაგალითად, ბადრიჯნის კონსერვი, რომელიც შეიძლება მთელი საათით ვადუღოთ და მაინც შეიცავდეს აქტიურ ტოქსინს — შედეგად არ რჩება ვიტამინები, არანაირი სასარგებლო ნივთიერება, და მაინც არსებობს მოწამვლის საფრთხე.

როდის იქმნება ბოტულიზმისთვის იდეალური გარემო?

ბოტულინის ბაქტერია სპორის სახით ბუნებრივად გვხვდება ნიადაგში. ეს სპორები იმდენად გამძლეა, რომ უძლებს:

  • გაყინვას

  • ადუღებას

  • მზის სხივებს

საფრთხე იწყება მაშინ, როცა სპორა უჟანგბადო გარემოში ვეგეტატიურ, აქტიურ ფორმაში გადადის. ასეთ პირობებს ქმნიან:

  • კონსერვები

  • შებოლილი ხორცი

  • ყველი

  • თევზი

  „სოფლის ნობათი“ განცხადებას ავრცელებს

შებოლვის ან არასწორი სტერილიზაციისას იშვიათად, მაგრამ შეიძლება შხამის გამომუშავება უშუალოდ ქილაში დაიწყოს, რაც სიცოცხლისთვის უმძიმეს საფრთხეს წარმოადგენს. და რაც ყველაზე საგანგაშოა – საკვები ვიზუალურად არაფრით არ განსხვავდება: სუნი, გემო, ფერი — უცვლელი რჩება.


როგორ ავიცილოთ ბოტულიზმის რისკი?

🔴 არ გააკეთოთ კონსერვები სახლის პირობებში, განსაკუთრებით ნიადაგთან კონტაქტში მყოფი ბოსტნეულით (ბადრიჯანი, ლობიო, მარწყვი და სხვა).
🔴 მინიმუმამდე დაიყვანეთ შებოლილი პროდუქტის სახლში შენახვა, თუ არ ხართ დარწმუნებული მისი უსაფრთხოებაში.
🔴 მოერიდეთ იმ პრაქტიკას, რომ ქილაში დამატებული რაიმე “წამალი” დაიცავს მას გაფუჭებისგან — ბოტულინის შხამზე ეს გავლენას არ ახდენს.

რას შეიძლება, გამოეწვია ბავშვის უეცარი გარდაცვალება და დედის ასეთი მდგომარეობა, შესაძლო მიზეზებსა და ზოგად საჭირო რეკომენდაციებზე ტოქსიკოლოგი, მარინა გიორგობიანი გადაცემაში “პირველამდე” საუბრობს:

„სამწუხაროდ, ასეთი საკითხების განხილვა ექსპერტიზის დამთავრებამდე უხერხულია. მაგრამ, კონსერვების, ზამთრისთვის მარაგების შევსების სეზონი მოვიდა. ბოტულიზმი და სალმონელოზი საკვებისმიერ ინტოქსიკაციებს ანუ მოწამვლებს მიეკუთვნება. ბოტულიზმი ტოქსიკოზია, სალმონელოზი ტოქსიკოინფექცია. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა იცის ამის შესახებ, რომ ტოქსიკოზები გაცილებით უფრო მძიმე პათოლოგიას წარმოადგენს. ტოქსიკოზი არის ის კვებითი ინტოქსიკაცია, რომელიც შხამითაა გამოწვეული და არა ბაქტერიით. ორგანიზმში შედის ბაქტერია ისეთი სახით, რომ მას უკვე ბოტულინის შხამი, ეგზოტოქსინი აქვს გამოყოფილი და ის იწვევს მოწამვლას. ეს ერთ-ერთი უძლიერესი შხამია და მისი ლეტალობა ძალიან მაღალია. მკურნალობა არ არსებობს. მხოლოდ არის შრატი და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ექიმი მაშინვე მიხვდება, რომ საქმე ბოტულიზმთან გვაქვს და პაციენტს მაშინვე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. 5 ტიპი არსებობს და ხუთივეს წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დაიწყონ.

ბოტულინის 5 სახეობიდან ნაწილი მაღალ ტემპერატურაზე არ კვდება. მაგალითად, ბადრიჯნის კონსერვია გაკეთებული. ის 1 საათი რომ ვადუღოთ, აქვს ფასი? აღარც ვიტამინებია, აღარც სასარგებლო ნუტრიენტები. თუ 1 საათი ვადუღებთ, შეიძლება ტოქსინი დაიშალოს. შეიძლება, არც დაიშალოს. გააჩნია დოზას. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ბინის პირობებში იმ კონსერვების გაკეთებისაგან თავი შეიკავოს, რომლებიც საშიშია. მიწის, ნიადაგის მცირე ნამცეციც რომ იყოს, რომელშიც კლოსტრიდიუმის ჩხირია, ძალიან სახიფათოა. ის ნიადაგში სპორის სახითაა. გაყინვას, ადუღებას, მზის სხივებს, ყველაფერს უძლევს. ბოტულიზმის გამოწვევა შეუძლია არა სპორას, არამედ ვეგეტატიურ ფორმას, რომელსაც სპორიდან ამ ფორმაში გადასვლა მხოლოდ უჟანგბადო არეში შეუძლია. უჟანგბადო არე კი ან სტერილიზაციით წარმოიქმნება ან ხორცის, ყველის, თევზის შებოლვით. შებოლვის დროსაც უჟანგბადო არე იქმნება. სპოროვანი ფორმა ვეგეტატიურ ფორმაში გადადის და ვეგეტატიური ფორმა შხამის პროდუქცირებას იწვევს.

ყოფილა შემთხვევები, რომ სათალის, შებოლილი თევზის მირთმევის დროს სუფრაზე რამდენიმე ადამიანი მოწამლულა. დანარჩენი კი – არა. სწორედ ის ნაწილი და ნაჭრები მოხვდა მათ ორგანიზმში, სადაც ეგზოტოქსინი მზა ფორმით იყო.

ასევეა, შებოლილი ხორციც, ყველა ის პროდუქტი, რომელიც შეიძლება, ნიადაგის უმცირესი ნაწილაკებითაც კი იყოს დაბინძურებული.

  კლიმატის ცვლილება, წლის ანგარიში - დედამიწის “სასიცოცხლო ნიშნები” სავალალო დონეზეა

მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, რას ვეძახით პროდუქტების ძალიან კარგად გარეცხვას. მეორეც, რატომ ვიგდებთ თავს ასეთ საფრთხეში? იყო შემთხვევა, მწვანე ლობიოთი სკოლის დირექტორი, თავისი მასწავლებლებით მოიწამლა და გარდაიცვალა.

მარწყვის კომპოტი ისეთივე საშიშია, როგორც ბადრიჯნის კონსერვი, რადგან ის ნიადაგთან კავშირშია. ვაშლის ნაკლებად საშიშია. მაგრამ, რატომ უნდა გავაკეთოთ? ვაშლი ზამთარშიც ხომ არის?

სეზონური კვება საუკეთესოა. იქ არის ყველა ის ნუტრიენტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება. კომპოტებში ვიტამინები აღარ არის. თავს ნუ მოვიტყუებთ. კომპოტები, ძირითადად, ნახშირწყლებია.

მწნილების სტერილიზაცია არ შეიძლება. ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ სპორა ასეთ ქილაში მოხვდეს, შემდეგ ვეგეტატიურ ფორმაში გადავიდეს. აღსანიშნავია, რომ ასეთ დროსაც კი ქილის შიგთავსი ფორმას, გემოს, სუნს არანაირად არ იცვლის. შევთანხმდეთ, რომ ბოტულიზმი ძალიან საშიშია. თუ ვერ მივუსწარით და ვერ მივხვდით, რომ ბოტულიზმია, ინფექციურ კლინიკაში სპეციფიკური მკურნალობა თუ არ დავიწყეთ, პაციენტი დაიღუპება.

კონსერვების დროს იმ წამლის გამოყენება, რომელიც, მოსახლეობის აზრით მას გაფუჭებისგან დაიცავს, არაფერს აკეთებს. შესაძლოა, მაინც გაფუჭდეს. თუ ბოტულიზმის წინააღმდეგ ვიბრძვით, ანაერობული, უჟანგბადო არე არ უნდა შეიქმნას, რომ არ მივცეთ სპორას იმის საშუალება, ვეგეტატიურ ფორმაში გადავიდეს. ვეგეტატიური ფორმა იძლევა იმ შხამს, რომელიც საშინელ შედეგს იწვევს.

ინკუბაციური პერიოდი 24 საათიც ყოფილა. დაიწყება ისეთი პროცესები, რომლებიც აუცილებლად ყველამ უნდა იცოდეს. ეს ზემოდან ქვემოთ წამოსული დამბლებია. ნერვულ დაბოლოებებსა და შემდგომ ცენტრალურ ნერვულ სისტემას მთლიანად თიშავს. პირველი, რაც უნდა შეამჩნიოთ, ზედა ქუთუთოს დაშვებაა. შემდეგ, შესაძლოა, პაციენტს ერთი გუგა გაფართოებული ჰქონდეს, მეორე შევიწროებული. ან ორივე გაფართოებული იყოს. შეიძლება, ადამიანს გაორებული მხედველობა ჰქონდეს. შემდეგ ხმის ჩახლეჩა იწყება. პაციენტს ყლაპვა უძნელდება, სუნთქვა ჩერდება, გულიც ჩერდება და ავადმყოფი იღუპება.

კუჭის ამორეცხვა არ შეიძლება. ერთადერთი, რითაც შეიძლება, ადამიანი გადავარჩინოთ, არის ის, რომ სასწრაფოდ ინფექციურ კლინიკაში გადავიყვანოთ.

სიმპტომები, 2, 4, 6 საათის და როგორც აღვნიშნე, 24 საათის შემდეგაც კი გამოვლენილა. თუმცა, უფრო ხშირად, სიმპტომები პროდუქტის მიღებიდან 2-3 საათში იწყება. ძალიან ძლიერი შხამია, საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, 27% მაინც დაიღუპოს.

  ხუთი რჩევა, რომლითაც სახლის პირობებში ხველას უმკურნალებთ

სალმონელოზი ტოქსიკოინფექციაა. ასეთ დროს ორგანიზმში ტოქსინი კი არ შედის, არამედ ბაქტერია, რომელიც ნაწლავებში მრავლდება, იღუპება და ამას ენდოტოქსინი ჰქვია. ლეტალობა დაბალია. თუ დიდი დოზა არ არის, ლეტალობის მაჩვენებელი ძალიან მცირეა. საფრთხილოა იმ ადამიანებთან, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ.

სალმონელოზი ნაკლებად საშიშია, მაგრამ უსაფრთხო არ არის.“

 

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights