ორშაბათი, ივნისი 16, 2025
მთავარისიახლეებიეს სისტემა იცავს პაციენტებს, სამედიცინო პერსონალს და ვიზიტორებს - "ჯო ენის საუნივერსიტეტო...

ეს სისტემა იცავს პაციენტებს, სამედიცინო პერსონალს და ვიზიტორებს – “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი”

ინფექციის პრევენცია და კონტროლი (IPC) არის სტანდარტების და მოქმედებების ერთობლიობა, რომლებიც მიზნად ისახავს ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებას სამედიცინო დაწესებულებებში. ეს სისტემა იცავს პაციენტებს, სამედიცინო პერსონალს და ვიზიტორებს.

პაციენტის უსაფრთხოება ნიშნავს იმ პირობების შექმნას, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული რისკები, იქნება ეს ინფექცია, შეცდომა თუ არასათანადო მოვლა. უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად აუცილებელია პროტოკოლების დაცვა, ჰიგიენა, განათლებული, ინფორმირებული და ორგანიზაციული პერსონალი. სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების მართვის სისტემა ეფუძნება სტანდარტულ მიდგომებს, რომლებიც ხელს უწყობს მომსახურების გაუმჯობესებას, პაციენტის უფლებების დაცვასა და ჰოსპიტალურ ინფექციებზე ეფექტურ რეაგირებას.
ინფექციების პრევენცია მოიცავს:
•⁠ ⁠ხელების ჰიგიენას;
•⁠ ⁠სტერილურ მანიპულაციებს;
•⁠ ⁠სამედიცინო ნარჩენების სწორ მართვას;
•⁠ ⁠პერსონალის ტრენინგს;
•⁠ ⁠ზედამხედველობასა და მონიტორინგს.
უსაფრთხო კლინიკური გარემო იქმნება მაშინ, როცა ყოველი წევრი, მენეჯმენტიდან ტექნიკურ პერსონალამდე, იყენებს ერთიან, დაცულ სისტემას და ზრუნავს ხარისხზე.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მუდმივად ვმუშაობთ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით.
ჩვენი მიზანია, კლინიკურ გარემოში შეიქმნას უსაფრთხო და სანდო სივრცე თითოეული პაციენტისთვის.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ინფიცირებულ უჯრედებში აივ-ის განადგურება შეძლეს - მოსალოდნელია თუ არა ადამიანების შიდსისგან სრულად განკურნება?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights