„მე მჯერავს, რომ დავინახავ!“ – მხედველობის ესა თუ ის პრობლემა მსოფლიოში მილიარდ ადამიანს  აღენიშნება

0
853
მხედველობის მსოფლიო დღეს განსაკუთრებული ყურადღება გვინდა დავუთმოთ ბავშვების მხედველობას და თვალის სიჯანსაღეს.
#post_seo_title

წელს, მხედველობის მსოფლიო დღე 8 ოქტომბერს აღინიშნება, მისი გზავნილია: „მე მჯერავს, რომ დავინახავ!“

მხედველობის მსოფლიო დღის საერთაშორისო კამპანია თავდაპირველად 2000 წელს „Lions Club International Foundation“–მა დაიწყო და ყოველწლიურად ოქტომბრის მეორე ხუთშაბათს ტარდება. დღესდღეობით მხედველობის ყოველწლიური მსოფლიო დღის მომზადებაში ხელმძღვანელი როლი სიბრმავის პრევენციის საერთაშორისო სააგენტოს (IAPB) ეკისრება. წლების მიხედვით მხედველობის საერთაშორისო დღის თემატიკა იცვლება და მიმართულია მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სიბრმავეზე ყურადღების კონცენტრირებაზე. მისი მიზანია:

  • სიბრმავესადა მხედველობის დაქვეითებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

    სიბრმავესა და მხედველობის დაქვეითებასთან დაკავშირებული საკითხების საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტად მიჩნევისა და საპრევენციო პროგრამების დაფინანსების სტიმულირება

  • სიბრმავისპრევენციის შესახებ მიზნობრივი აუდიტორიის განათლება
  • Vision 2020 პროგრამისადა საქმიანობის მხარდაჭერა.

მხედველობის მსოფლიო დღის საერთაშორისო კამპანია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და ადვოკატირების ღონისძიებაა, რომლიც მხედველობა დაქვეითებულ პირთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ახდენს.

2020 წლის მხედველობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობები მოიცავს: სემინარებს, საქველმოქმედო აქციებს, ონლაინ ღონისძიებებს. ასევე, ტარდება  ფოტოგრაფიის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობენ როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიონალი ფოტოგრაფები.

მხედველობის ესა თუ ის პრობლემა მსოფლიოში მილიარდ ადამიანს  აღენიშნება. მხედველობის დაქვეითება გავლენას ახდენს ცხოვრების მრავალ ასპექტზე, კერძოდ: ყოველდღიურ პირად საქმიანობაზე, საზოგადოებასთან ურთიერთოაბასა და ამა თუ იმ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობაზე.

მხედველობის დაქვეითება შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორით იყოს განპირობებული, კერძოდ:

ისეთი დაავადებებით, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ტრაქომა, თვალის ტრავმა ან კატარაქტა, ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია ან გლაუკომა.

თვალის გლობალური ჯანმრთელობის მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის უკანასკნელი რეზოლუცია, რომელიც  ოფთალმოლოგიური სერვისების უნივერსალური ჯანმრთელობის პაკეტში შეყვანას და “ინტეგრირებული ადამიანზე ორიენტირებული თვალის მოვლის” უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

მხედველობის მსოფლიო დღის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, თვალის ჩინისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ჩვენი მოქალაქეობრივი აქტივობით მოვახდინოთ საკითხის საჯარო აღიარება და გავამყაროთ გზავნილი „მე მჯერავს, რომ დავინახავ“

https://www.iapb.org/advocate/world-sight-day/

https://www.who.int/blindness/world_sight_day/en/

https://www.who.int/news-room/events/detail/2020/10/08/default-calendar/world-sight-day-2020

https://www.awarenessdays.com/awareness-days-calendar/world-sight-day-2020/

ახალი კვლევა - მსოფლიო ახლომხედველობის მზარდი ეპიდემიის წინაშე დგას, რა უნდა იცოდეთ

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  100-ზე მეტი მიზეზი თამბაქოს მოწევაზე თავის დანებებისათვის

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ