ორშაბათი, ივნისი 16, 2025
მთავარისამინისტროახალი ცენტრი ქრონიკული ტკივილის კომპლექსურ მართვას უზრუნველყოფს და პაციენტებს სთავაზობს როგორც მედიკამენტოზურ,...

ახალი ცენტრი ქრონიკული ტკივილის კომპლექსურ მართვას უზრუნველყოფს და პაციენტებს სთავაზობს როგორც მედიკამენტოზურ, ისე მცირე ინვაზიურ ჩარევებს

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარება გრძელდება. კლინიკაში ტკივილის მართვის — ალგოლოგიის ცენტრი ამოქმედდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალი ცენტრი ქრონიკული ტკივილის კომპლექსურ მართვას უზრუნველყოფს და პაციენტებს სთავაზობს როგორც მედიკამენტოზურ, ისე მცირე ინვაზიურ ჩარევებს.

„სერვისში შედის: ტკივილის მიზეზის განსაზღვრა, სისტემური მკურნალობა ტაბლეტირებული მედიკამენტებით ან ინექციებით, მცირე ინვაზიური პროცედურები, პაციენტთა ხანგრძლივი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში კი — ოპერაციული მკურნალობაც.

ალგოლოგია მულტიდისციპლინური დარგია და ტკივილის მართვაში მონაწილეობენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები — მათ შორის ნევროლოგი, ნეიროქირურგი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი, რადიოლოგი, ანესთეზიოლოგი და ფუნქციური დიაგნოსტიკის სპეციალისტი.

კონსულტაციებს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  „ფორმა 100“-ის შევსება ხმით“ - ექიმები ძალიან დიდ დროს ხარჯავენ დოკუმენტაციის შედგენაში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights