იცოდით, რომ ცაცხვი სამკურნალო მცენარეა? წაიკითხეთ საოცარი რეცეპტები!
ცაცხვის (Tilia) 40-მდე სახეობა არსებობს. იგი საკმოდ მაღალი (30 მ-მდე) ხეა ცაცხვისებრთა ოჯახიდან, სწორმდგომი ტანით, ფართოდ დატოტვილი ვარჯით და გრძივად დაღარული კანით. ახალგაზრდა ტოტები მორუხო-წითელია, წვრილი მეჭეჭებით.
ფოთლები მორიგეობითია, გრძელყუნწიანი, დაკბილული, ზედა მხრიდან მწვანე, შიშველი, ქვედა მხრიდან – ნაცარა, ხშირად შებუსული, სიგრძით 5-9 სმ, სიგანით – 5-8 სმ.
ნედლეულად ამზადებენ ცაცხვის ყვავილებს, თანაყვავილედის ფოთლებთან ერთად. ყველაზე საუკეთესო დრო მათი დამზადებისთვის არის მაშინ, როდესაც ნახევარზე მეტი ყვავილები გაშლილია. შეგროვება უნდა დაიწყოთ მხოლოდ მშრალ ამინდში, დღის საათებში, რათა ყვავილებზე ნამი არ იყოს. გააგრძელეთ კითხვა