პარასკევი, მაისი 23, 2025
მთავარისამინისტრომინისტრმა, მისიის ხელმძღვანელს, ის მიმდინარე პროექტები გააცნო, რომელთა ფარგლებშიც, ჯამში, 13 000-მდე...

მინისტრმა, მისიის ხელმძღვანელს, ის მიმდინარე პროექტები გააცნო, რომელთა ფარგლებშიც, ჯამში, 13 000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძემ, კემლინ ფურლეს, თანამშრომლობისთვის, მადლობა გადაუხადა და UNHCR-თან პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა, მისიის ხელმძღვანელს, ის მიმდინარე პროექტები გააცნო, რომელთა ფარგლებშიც, ჯამში, 13 000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდება. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკასა და შესაბამისი ჩარჩო დოკუმენტის მზადების პროცესს.

მხარეებმა, იმსჯელეს საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთა საკითხებზეც. ასევე – სახელმწიფოს მხრიდან, მათთვის განსაზღვრულ დახმარებებზე, რომელიც მოიცავს როგორც ფინანსურ მხარდაჭერას, ისე – უფასო სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტროსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობას შორის, თანამშრომლობა, მომავალშიც, აქტიურად გაგრძელდება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით კაიკაციშვილი და საქართველოში UNHCR-ის ოფისის წარმომადგენელი სალომე ქუსიკაშვილი.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  2024 წლის პროგრამების ფარგლებში, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 100-მდე სამედიცინო მომსახურება ფინანსდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights