ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
მთავარიUncategorizedრას ამბობს ივანე ჩხაიძე ალფატოქსინების შემცველ რძესთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე

რას ამბობს ივანე ჩხაიძე ალფატოქსინების შემცველ რძესთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე

სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, ჭარბი ალფატოქსინების შემცველი რძე ბაზრიდან უკვე ამოღებულია – უწყებამ დამატებითი განმარტება ცოტა ხნის წინ “კურიერთან” გააკეთა.

სპეციალისტების თქმით, საქართველო ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია. კომპანია “სოფლის ნობათის” განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა, სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი, რომ ის შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ მონაცემები, რომლებიც სურსათის სააგენტომ გაავრცელა ნორმის გადაჭარბებაზე მიუთითებს, თუმცა ის არ წარმოადგენს ტოქსიურ მაჩვენებელს.

„ის მონაცემები, რასაც გვაძლევს სურსათის ეროვნული სააგენტო, მიუთითებენ ქვეყანაში მიღებული ნორმის გადაჭარბებაზე, რომელიც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის ტოქსიური მაჩვენებელი. ტოქსიურ მაჩვენებლად ჩვენ განვიხილავთ იმ ციფრს, რომელიც მკვეთრად აღემატება დასაშვებ ნორმას. აქედან გამომდინარე რისკი იმისი, რომ ის მაჩვენებელი ალფატოქსინის, რომელიც დაფიქსირდა რძეში, პირდაპირი ზეგავლენის მომხდენი ყოფილიყო ბავშვის ჯანმრთელობაზე რა თქმა უნდა არ არსებობს“, – აცხადებს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights