სამშაბათი, მარტი 17, 2026
მთავარიშენი ექიმიბევრ განვითარებულ ქვეყანაში დაწესებული ნორმა უფრო მეტია ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის, აქედან გამომდინარე...

ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დაწესებული ნორმა უფრო მეტია ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის, აქედან გამომდინარე არავითარი რეალური საფრთხე არ არსებობს – პაატა იმნაძე

სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, ჭარბი ალფატოქსინების შემცველი რძე ბაზრიდან უკვე ამოღებულია – უწყებამ დამატებითი განმარტება ცოტა ხნის წინ “კურიერთან” გააკეთა.

სპეციალისტების თქმით, საქართველო ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია. კომპანია “სოფლის ნობათის” განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა, სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი, რომ ის შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს.

მანამდე თემაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა, პაატა იმნაძემ თქვა, რომ ალფატოქსინების ის რაოდენობა, რაც “სოფლის ნობათის” რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე ინტოქსიკაციას ვერ გამოიწვევს.

“ქართული ნორმა არის ევროპული რთულად დასაშვები კონცენტრაციის, გადააჭარბა მას, თუმცა ამას არ გადაუჭარბებია მაგალითად ამერიკაში და იაპონიაში დაწესებული ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციისთვის. პროდუქტი, რა თქმა უნდა, უნდა ამოიღოს და გაინადგუროს იმიტომ, რომ ქართულ ნორმას არ შეესაბამება, მაგრამ რეალურად ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დაწესებული ნორმა უფრო მეტია ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის, აქედან გამომდინარე რეალური არავითარი საფრთხე არ არსებობს. მისი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია ბევრად უნდა აჭარბებდეს დასაშვებს და ეს უნდა ხდებოდეს ძალიან ხანგრძლივად, რომ მან რაიმე ეფექტი მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე”, – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ბოტულინოტოქსინი ტიპი A საქართველოში: რეგისტრაცია, სამართლებრივი სტატუსი, უსაფრთხოება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელობა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights