პარასკევი, ივლისი 11, 2025
მთავარიშენი ექიმიმცხეთაში სასწრაფო დახმარების ექიმებმა ქალი მანქანაში ამშობიარეს

მცხეთაში სასწრაფო დახმარების ექიმებმა ქალი მანქანაში ამშობიარეს

„ნებისმიერი გამოძახება უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ყველაზე მეტად საპასუხისმგებლო ახალ სიცოცხლესთან შეხვედრაა” – ამის შესახებ სასწრაფო დახმარების ექიმი თამარ ოსეფაიშვილი აღნიშნავს და იმ გამოძახებას იხსენებს, როდესაც ორსული ქალი ბრიგადის ექიმებმა კლინიკისკენ მიმავალ გზაზე ამშობიარეს. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს და ახლა მათზე სამშობიაროში ზრუნავენ.

მცხეთის რაიონული სამსახურის ახალგორის ფილიალის მე-2 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით-მშობიარობა მიიღო. როგორც ექიმი თამარ ოსეფაიშვილი იხსენებს ბრიგადა გამოძახებიდან 3 წუთში ადგილზე იყო.

თამარ ოსეფაიშვილი – “ზუსტად სამ წუთში გამოძახების ადგილას ვიყავით. ახალგაზრდა ქალი მერვე ბავშვზე იყო ორსულად და ადგილზე მისულ ბრიგადას ეზოს გარეთ დაგვხვდა. ნებისმიერი გამოძახება უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ყველაზე მეტად საპასუხისმგებლო ახალ სიცოცხლესთან შეხვედრაა”

“როგორც პაციენტმა ბრიგადის წევრებს უთხრა,მას უკვე დაწყებული ჰქონდა მოვლითი ტკივილები. ჰოსპიტალიზაციის დაწყებიდან ზუსტად 5 წუთში ორსულს ტკივილი გაუძლიერდა და სამშობიაროში ტრანსპორტირებისას დაიბადა გოგონა წონით 3 კილოგრამი და 300 გრამი.

თამარ ოსეფაიშვილის თქმით, ბრიგადის ექთანი თამარ ბალხამიშვილი წლების განმავლობაში მეან-გინეკოლოგიის განყოფილებაში ბებიაქალად მუშაობდა და მისი სამუშაო გამოცდილება მოცემულ მომენტში ძალიან გამოადგათ.

ბრიგადის ექიმებისა და მძღოლის პროფესიონალიზმის დამსახურებით დედაც და ახალშობილიც თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში იქნა შეყვანილი” – წერს სოციალურ ქსელში გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  "იმდენი ადამიანი იყენებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, გაჩნდება კითხვები - ვისი გაკეთებულია საქმე"?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights