გულმკერდის აორტის დისექცია სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას!
გულმკერდის აორტა – ეს არის ჩვენს ორგანიზმში ყველაზე დიდი ზომის არტერია, რომლის საშუალებითაც ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი მიეწოდება მთელ ორგანიზმს.
აორტის დისექციის დროს ზიანდება აორტის კედელი და ხდება მის კედელზე ერთგვარი ნაპრალის გაჩენა (გახეთქვა).
ყოველწლიურად, 100 000 მოსახლეზე 3-4 შემთხვევა ვლინდება.
გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორებია:
- არაკონტროლირებული ჰიპერტენზია;
- სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი;
- აორტის ანევრიზმა/დილატაცია;
- ოჯახური ისტორია აორტის დისექციის;
- აორტის სარქვლის დაავადებები (აორტის ორკარიანი სარქველი);
- გულის თანდყოლილი მანკები (აორტის კოარპტაცია);
- თანდაყოლილი სინდრომები (მარფანის სინდრომი,
- ტერნერის სინდრომი და სხვა შემაერთებელქსოვილოვანი დარღვევები);
- რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან მამაკაცები (65%), რომელთა ასაკი 60-70 წელია.

უეცრად დაწყებული ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, ირადიაციით ხერხემლის გასწვრივ, შესაძლოა ასევე გამოვლინდეს ტკივილი ეპიგასტრიუმის (კუჭის) არეში, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი და ცნობიერების დათრგუნვა, ზოგჯერ ვლინდება ნევროლოგიური სიმპტომები (მხედველობის გაორება, მეტყველების გაძნელება, სისუსტე ან მოძრაობის შეზღუდვა კიდურებში).

ექოკარდიოგრაფიული კვლევა, ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფიული კვლევა, საბოლოო დიაგნოზის დადასტურება ხდება გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიით (კონტრასტით), ან მაგნიტო-რეზონანსული კვლევით.

მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია თუ რომელ სეგმენტშია დისეცირუბული უბანი. მკურნალობა ხდება ენდოვასკულური ან ღია ქირურგიული ჩარევით.

არტერიული წნევის ციფრების მონიტორინგი. დადასტურებული აორტის დილატაცია/ანევრიზმის შემთხვევაში, კარდიოლოგის მეთვალყურეობა და ექოკარდიოგრაფიული შეფასება ყოველ 6 თვეში / 1 წელში ერთხელ.
